ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მორწმუნე მშობლებმა შვილის გატაცება გაითამაშეს, რათა სკოლაში არ ეტარებინათ

© photo: Sputnik / Artem Koreniuk / გადასვლა მედიაბანკშისამართალდამცველები სოფელში
სამართალდამცველები სოფელში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ ადგილობრივები, მოხალისეები, მყვინთავები და სამართალდამცველები. ბოლოს ბავშვის დედა პოლიგრაფზე შეამოწმეს და გამოტეხეს, სად მალავდა „დაკარგულ“ შვილს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლიპეცკის ოლქის (რუსეთი) სოფელ პანიკოვეცში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა საკუთარი 8 წლის გოგონას გატაცება გაითამაშა, რათა ბავშვი საერო სკოლაში არ ეტარებინათ, იუწყება ოლქის პროკურატურა. 

Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო
ინციდენტი ამოწურულია: მასწავლებელს ფრჩხილები დააჭრევინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედამ გოგონა ღამით ადგილობრივ მღვდელს, მამა ფიოდორს მიუყვანა, ხოლო დილით მამამ შვილი მღვდელმსახურის დახმარებით ფარულად წაიყვანა მოსკოვში.   

მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს გოგონა სკოლაში არ გამოცხადდა, სკოლის დირექტორმა შინ მიაკითხა მას. დედამ კი უთხრა, რომ ბავშვი დაიკარგა.

გოგონას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ ადგილობრივები, მოხალისეები, მყვინთავები და სამართალდამცველები. ბოლოს ბავშვის დედა პოლიგრაფზე შეამოწმეს და გამოტეხეს, რომ „დაკარგული“ გოგონა მოსკოვთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქალაქში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს არ აღმოაჩნდათ არანაირი დოკუმენტი, რომელიც ბავშვთან მათ ნათესაობას დაამტკიცებდა. ეს მხოლოდ დნმ-ის ანალიზით დადგინდა.

გაირკვა, რომ მორწმუნე მშობლებს არანაირი საბუთი, მათ შორის, არც დაბადების მოწმობა არასდროს გაუფორმებიათ შვილისთვის. როგორ და რის საფუძველზე ჩაირიცხა გოგონა სკოლაში, უცნობია.  

რაიონულმა პროკურატურამ 2 ათასი რუბლით დააჯარიმა დედა, რომელიც უკვე თანახმაა, ატაროს შვილი სკოლაში.  

 

ყველა ახალი ამბავი
0