საკლასო ოთახი

ინციდენტი ამოწურულია: მასწავლებელს ფრჩხილები დააჭრევინეს

130
(განახლებულია 18:50 18.09.2019)
ირკვევა, რომ ეს პედაგოგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან გამოირჩეოდა გარეგნობაზე ზრუნვით. როგორც მისი კურსელები იხსენებენ, „მოვლილი წარბები და მაკიაჟის ელემენტები“ მისი ყოველდღიურობა იყო.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მასწავლებელმა ფრჩხილები დაიჭრა, რითიც ინციდენტი ამოიწურა, განაცხადეს დონის როსტოვის ქალაქის განათლების სამმართველოში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სკოლის პედაგოგთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატყდა. 

საუბარია ინციდენტზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგ მამაკაცთან დანილ ა.-სთან დაკავშირებით მოხდა. მასწავლებელმა თავისი გრძელი ფრჩხილებით, მანიკიურითა და სახეზე წასმული ტონალური კრემით ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი გააღიზიანა. უკმაყოფილო მშობელმა, რომლის აზრითაც „ამგვარი კულტურა“ მიუღებელია სკოლისთვის, მასწავლებელი შესაბამის უწყებაში „დაასმინა“.

„ზომები მიღებულია: ფრჩხილები დაჭრილია. ინციდენტი ამოწურულია. არანაირი დისციპლინარული სასჯელი არ დაწესდება, ვინაიდან კანონი არ დარღვეულა“, — განაცხადა დონის როსტოვის ქალაქის განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა.  

ირკვევა, რომ აღნიშნული პედაგოგი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან გამოირჩეოდა გარეგნობაზე ზრუნვით. როგორც მისი კურსელები იხსენებენ, „მოვლილი წარბები და მაკიაჟის ელემენტები“ მისი ყოველდღიურობა იყო, რასაც ირგვლივ მყოფები მშვიდად ეკიდებოდნენ.

ამასთან, მათი თქმით, დანილი სტუდენტობისას კარგად სწავლობდა და „მიზანმიმართულად სურდა პედაგოგობა“.

 

130
თემები:
რუსეთი დღეს (484)
Су-35

„სტანდარტული ოპერაცია“: სამხედრო ექსპერტმა ამერიკული გამანადგურებლის ჩაჭერა შეაფასა

31
(განახლებულია 19:38 27.05.2020)
მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის გაცილება ხმელთაშუა ზღვის თავზე — ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და რუს მფრინავებს საჰაერო ხულიგნობა არ ჩაუდენიათ, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ იგორ კოროტჩენკოს. 

მანამდე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ ორმა რუსულმა გამანადგურებელმა ხმელთაშუა ზღვის თავზე სახიფათოდ ჩაიჭირა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი Poseidon P-8A. ამერიკელმა სამხედროებმა რუსული ეკიპაჟის მოქმედება არაპროფესიონალიზმად შეაფასეს: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელთა თქმით, Су-35-ებმა P-8A ორი მხრიდან მოიმწვდიეს, რითიც ხელს უშლიდნენ „უსაფრთხო მანევრირებაში“.

„ამერიკელებს ყოველ ჯერზე ძალიან ნერვიული რეაქცია აქვთ, როდესაც ჩვენი გამანადგურებლები რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების პასუხისმგებლობის ზონაში მათი მზვერავი თვითმფრინავის ყოფნის მიზნებს არკვევენ. აშშ-ს უკვე დაავიწყდა საერთაშორისო სამართალი და მიაჩნია, რომ ის მსოფლიოში ერთადერთი ჰეგემონია“, — განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას კოროტჩენკომ.

ექსპერტის აზრით, რუსულმა Су-35-ებმა „სრულიად სტანდარტული“ ოპერაცია ჩაატარეს უცხოეული მზვერავი თვითმფრინავის საიდენტიფიკაციოდ, რომელიც რუსულ სამხედრო ობიექტებს მიუახლოვდა სირიაში. 

  • „ამერიკული მზვერავი თვითმფრინავისთვის ჩვენი სამხედრო-კოსმოსური ძალების ოპერაციას არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. ჩვენ გამოცდილი და პროფესიონალი პილოტები გვყავს. ისინი საჰაერო ხულიგნობით კი არ არიან დაკავებული, არამედ თავიანთ ამოცანებს ასრულებენ საერთაშორისო სამართლისა და შესაბამისი სარეგლამენტო დოკუმენტების შესაბამისად“, — განმარტა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მე-4 არმიის ყოფილმა სარდალმა ვალერი გორბენკომ სააგენტოსთან საუბრისას ივარაუდა, რომ ღია ცის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის პარალელურად ასეთი ინციდენტები შესაძლოა გახშირდეს.

მისი აზრით, შეერთებული შტატები შეეცდება, რომ რუსეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მზვერავი თვითმფრინავების დახმარებით შეავსოს და, ამასთან, დაძაბოს ვითარება საინფორმაციო სივრცეში.

31
თემები:
რუსეთი დღეს (484)
გაზპრომი

„გაზპრომმა“ საქართველოსთან შეთანხმება დაადასტურა

92
საქართველომ და „გაზპრომმა“ დააფიქსირეს თავიანთი ვალდებულებები „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ტრანზიტული გაზსადენიდან ბუნებრივი აირის შერჩევის კუთხით

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის საფასური იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე წლიური საკონტრაქტო მოცულობის 100%-იანი შერჩევისას, განუცხადეს ჟურნალისტებს „გაზპრომის“ პრესსამსახურში.

2019 წლის მარტში საქართველომ და გაზპრომ ექსპორტმა“ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის სომხეთში ექსპორტის შესახებ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე უნდა ემოქმედა.

„გაზის საფასური საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც იყო ადრე წლიური საკონტრაქტო რაოდენობების შერჩევისას. ახლა ეს ვალდებულებები შერჩევის კუთხით მკაფიოდ არის დაფიქსირებული“, - განაცხადეს კომპანიაში.

ადრე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა „გაზპრომს“ რუსული ბუნებრივი აირის საფასურის დაახლოებით 15%-იან დაკლებაზე შეუთანხმდა.

2017 წლის იანვრამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის სახით გატარებული ნედლეულის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. 2017 წელს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურს ქვეყანა შერეული სისტემით იღებდა - ნაწილობრივ ფულადი თანხით და ნაწილობრივ ნედლეულით, ხოლო  2018 წელს გადახდა მხოლოდ ფულადი სახსრებით ხორციელდებოდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

92
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
სასწრაფო დახმარების მანქანა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 10:32 28.05.2020)
გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში