ნიკოლაი პატრუშევი

პატრუშევი: იაპონიასა და რუსეთს შორის საზავო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს

52
(განახლებულია 17:07 17.09.2019)
ტოკიო სადავო კუნძულების მისთვის დაბრუნების პირობით აცხადებს თანხმობას რუსეთთან საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დღემდე არ გაფორმებულა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი და იაპონია აპირებენ შექმნან პირობები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმებას, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა.


აღნიშნულის შესახებ წერს რუსული მედია.

„დიახ, [საზავო] ხელშეკრულება ნამდვილად უნდა გაფორმდეს“, — განაცხადა პატრუშევმა იაპონელ კოლეგა სიგერუ კიტამურასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მხარეები მათთვის მტკივნეულ საკითხებს განიხილავენ და საკამათო პოზიციების შეთანხმებაზე დაიწყებენ მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის დავის საგანს წარმოადგენს კუნძულები, რომლებიც, 1855 წელს რუსეთსა და იაპონიას შორის გაფორმებული სიმოდის ტრაქტატის თანახმად, იაპონიის მფლობელობაში გადავიდა – კუნაშირი, შიტოკანი, იტურუპი და ხაბომაი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კუნძულები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდა ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ სახალინის ოლქის სახელწოდებით. ტოკიო სწორედ ამ ტერიტორიების მისთვის დაბრუნების პირობით აცხადებს თანხმობას რუსეთთან საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დღემდე არ გაფორმებულა. რუსეთი, თავის მხრივ, არ აღიარებს ტერიტორიული დავის ფაქტს.

52
თემები:
რუსეთი დღეს (181)