ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მოქალაქეს ბანკის პირადი სეიფიდან 700 ათასი დოლარი მოჰპარეს – მიმდინარეობს გამოძიება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიპირადი სეიფები ბანკში
პირადი სეიფები ბანკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კომერსანტმა 700 ათასი დოლარის დაკარგვა ბანკის პირადი სეიფიდან მხოლოდ რვა თვეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვის ერთ-ერთი ბანკის პირადი სეიფიდან, რომელიც ადგილობრივ კომერსანტს ეკუთვნოდა, 700 ათასი აშშ დოლარი დაიკარგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, კომერსანტმა დანაკარგი სეიფში მოთავსებიდან რვა თვეზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინა.

„9 სექტემბერს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება ორგანიზაციაში ქურდობის ფაქტის შესახებ... სააქციო საზოგადოების კომერციულმა დირექტორმა პოლიციას აცნობა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს აღნიშნული ბანკის პირად სეიფში 700 ათასი დოლარი მოათავსა“, — ნათქვამია სამართალდამცველების განცხადებაში.

დაზარალებულის თქმით, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ის ბანკში მივიდა და პირადი სეიფის გახსნა სცადა, თუმცა გასაღები ვერ მოარგო. მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომლებმა სეიფი გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ფული იქ არ იყო.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობის“ მუხლით აღძრა.

ყველა ახალი ამბავი
0