კირილ ვიშინსკი მოსკოვში მიფრინავს

გამოწერა
РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი კიევიდან მოსკოვში მიფრინავს

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი, რომელიც  კიევის სასამართლომ გაათავისუფლა, უახლოეს წუთებში კიევიდან მოსკოვში გაფრინდება, იუწყება РИА Новости საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით.

ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი >>

კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიშინსკი საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ გაათავისუფლა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის გათავისუფლება კიევის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, კრემლი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიშინსკი ვალდებულია პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში ან გამომძიებელთან, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის ან სამუშაოს შეცვლის შესახებ, ასევე თავი შეიკავოს მოწმეებთან ურთიერთობისგან. ვიშინსკის საქმის მომდევნო სასამართლო სხდომა 16 სექტემბერს გაიმართება.

ვიშინსკის საქმე

კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კირილ ვიშინსკი პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტში - Sputnik საქართველო
კიევის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

ჟურნალისტმა ბრალდებას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ РИА Новости Украина-ს მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურს მის მიმართ არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტუაციას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტი მისი პროფესიული საქმიანობისთვის დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და პრესის მუშაკებზე დევნის შეწყვეტა მოითხოვა. 

ჟურნალისტის დაკავების მომენტიდან დღემდე მის დასაცავად განცხადებები გააკეთეს როგორც მისმა თანამემამულე, ისე უცხოელმა კოლეგებმა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე 250-მა ჟურნალისტმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიშინსკის გათავისუფლების მოწოდებით. მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან არაერთხელ გაიმართა ვიშინსკის მხარდამჭერი აქციები.

ყველა ახალი ამბავი
0