Airzena - Georgian Airways

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო: ქართული ავიაკომპანიების დავალიანება $1 მლნ-ს აღწევს

187
(განახლებულია 17:34 27.08.2019)
მოლაპარაკებებისას ქართული მხარე დაეთანხმა ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობას და მისი დაფარვის გრაფიკიც წარადგინა, მაგრამ 2008 წლიდან გადახდები არ განხორციელებულა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართული ავიაკომპანიების დავალიანება რუსეთის ფედერაციის წინაშე აერონავიგაციის მომსახურებისთვის 1 მლნ დოლარს აღწევს, განაცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა სვეტლანა პეტროვამ. 

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული მხარის დავალიანების საერთო რაოდენობა (დაგროვილი საურავების გაუთვალისწინებლად) 792,5 ათას დოლარსა და 592,3 ათას რუბლს შეადგენდა.

„დღეის მდგომარეობით, დავალიანების რაოდენობა დაახლოებით ერთ მლნ დოლარს აღწევს“, — განაცხადა პეტროვამ.

მისი განმარტებით, წარსულში არსებულმა „როსავიანავიგაციამ“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ განიხილეს აერონავიგაციის მომსახურებისთვის დავალიანების მოგვარების საკითხი. პეტროვას თქმით, მოლაპარაკებებისას ქართული მხარე დაეთანხმა ვადაგადაცილებული დავალიანების არსებობას და მისი დაფარვის გრაფიკიც წარადგინა, მაგრამ 2008 წლიდან გადახდები არ განხორციელებულა.  

საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე წლის 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. ამასთანავე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით ფრენები შეუჩერა ქართულ ავიაკომპანიებსაც. უწყება განმარტავს, რომ აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ Georgian Airways-ი და MyWay Airlines-ი საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას არ წარადგენენ და სანამ ქართული მხარე სრულად არ დაფარავს დავალიანებას აერონავიგაციის მომსახურებისთვის.

187
თემები:
რუსეთი დღეს (161)