სპეცრაზმი

რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფებისთვის ახალი იარაღი იქმნება

39
(განახლებულია 13:02 21.08.2019)
იარაღის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. წყაროს ინფორმაციით, კომპაქტური პისტოლეტი წლის ბოლომდე გაივლის სახელმწიფო კონტროლს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფებისთვის ახალი კომპაქტური პისტოლეტები იქმნება, იუწყება რუსული მედია თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი იარაღი 9х18 მმ ვაზნებს გამოიყენებს. იარაღის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. წყაროს ინფორმაციით, კომპაქტური პისტოლეტი წლის ბოლომდე გაივლის სახელმწიფო კონტროლს.

ცნობილია, რომ 9х18 მმ ვაზნები პისტოლეტებსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში გამოიყენება. შეიარაღებაში 1951 წელს დაინერგა პისტოლეტ „მაკაროვთან“ ერთად. ამ დროისათვის არსებობს მისი რამდენიმე მოდიფიკაცია.

39
თემები:
რუსეთი დღეს (161)