ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

უკმაყოფილო პენსიონერმა შენობის ფასადზე მომუშავე ალპინისტებს თოკები გადაუჭრა

© photo: Sputnik / Iliya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისამრეწველო ალპინისტი
სამრეწველო ალპინისტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამრეწველო ალპინისტებს, რომლებიც მაღალსართულიანი სახლის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდნენ, პენსიონერმა კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მუშაობა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. რუსეთის ქალაქ პერმში დააკავეს პენსიონერი, რომელმაც სამრეწველო ალპინისტებს თოკები დამცავი გადაუჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მხარის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. 

საპირფარეშო - Sputnik საქართველო
შეშინებული პენსიონერი: „ცხოვრებაში აღარ შევალ ტუალეტში წვიმისას“

გამოძიების ინფორმაციით, ორი სამრეწველო ალპინისტი მაღალსართულიანი სახლის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა, რაც ძალიან არ მოეწონა 70 წლის მამაკაცს. მან კატეგორიულად მოსთხოვა ალპინისტებს, შეეწყვიტათ სამუშაო, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

უარის მიღების შემდეგ პენსიონენრი კორპუსის სახურავზე ავიდა და დამცავი ბაგირები გადაუჭრა ალპინისტებს. შედეგად, ერთ-ერთი მათგანი მოწყდა და დიდი სისწრაფით ჩაიფრინა რამდენიმე სართული. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა ბაგირმა მაინც შეძლო მისი შეკავება.

მეორე ალპინისტი კი სახლის სახურავზე ავიდა და პენსიონერი „დააფრთხო“. 

ამ დროისთვის აგრესიული მოხუცის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მკვლელობის მცდელობის მუხლით და იმავდროულად მიმდინარეობს მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიები კომიტეტის ინფორმაციით, პენსიონერი ინციდენტის დროს მთვრალი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0