თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა აგვისტოში 75%-ით დაეცა

76
(განახლებულია 10:43 12.08.2019)
რუს დამოუკიდებელ ტურისტებში პოპულარულ მიმართულებათა რეიტინგში საქართველომ მე-3 პოზიციიდან მე-20-ზე გადაინაცვლა

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. რუსეთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა აგვისტოში 75%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია მოგზაურობების სერვისის Туту.ру-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პორტალის სპეციალისტებმა გაანალიზეს ყველა ნაყიდი ავიაბილეთი 2019 წლის აგვისტოში, რათა დაედგინათ, როგორ შეიცვალა მოგზაურების არჩევანი საქართველოში პირდაპირი ავიაფრენების აკრძალვის შემდეგ.

თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალა და ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს. გასული წლის სტატისტიკით, ყოველი მეხუთე ტურისტი საქართველოში რუსეთიდან იყო (21%).

„2019 წლის აგვისტოში პოპულარული ქვეყნების ათეული შეიცვალა. საქართველომ, რომელიც გასულ წელს ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულში შედიოდა, მე-20 სტრიქონზე გადაინაცვლა. იმათი წილი, ვინც შვებულების გატარებას თბილისსა ან ბათუმში აპირებს, 75%-ით (7,2%-დან 1,8%-მდე), ანუ ოთხჯერ შემცირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების არსი განმარტა >>

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენის ღირებულება 8 ივლისიდან მკვეთრად გაიზარდა: თუ ივნისში ივლისისთვის ერთი მიმართულებით ავიაბილეთის საშუალო ღირებულება 8 418 რუბლს შეადგენდა, ივლისში აგვისტოს ბილეთის ღირებულება უკვე 13 046 რუბლს შეადგენს. ე.ი. საშუალო ჩეკი 55%-ით გაიზარდა.

76
თემები:
ტურიზმი საქართველოში (128)