Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა საიდუმლო გაანდო ჟღალთმიანმა მუსია თოთიბაძემ Vogue–ის

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმუსია თოთიბაძე
მუსია თოთიბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალმა ისაუბრა იმ ნივთებზე, რომელსაც მუდამ თან დაატარებს

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ჟურნალ Vogue–ის რუბრიკის ახალი გმირი, რომელშიც  ცნობილი სახეები ჩანთაში არსებულ ნივთებზე საუბრობენ, წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე მომღერალი მუსია თოთიბაძე გახდა.

თუ ვარსკვლავები, ძირითადად, ვიდეოკადრებში ჩნდებიან და ცნობილი ბრენდების ჩანთებს წარმოადგენენ, მუსია თოთიბაძე მათგან განსხვავებული აღმოჩნდა: იგი შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტით მივიდა და პარკში არსებული ნივთები პირდაპირ იატაკზე გადმოყარა.

პირველი, რის შესახებაც საუბარი გადაწყვიტა, ვარდისფერი სათამაშო სინთეზატორია, რომელზეც იგი, მისი სიტყვებით, მღერის.  მუსიკის ჩართვისას, თოთიბაძემ იხუმრა, რომ პირადადაც ასე წერს საკუთარ სიმღერებს.

გარდა ამისა, ახალგაზრდა მომღერლის ჩანთაში ბლომადაა მარმელადები და კასეტა, რომელზეც მისი ახალი ალბომია ჩაწერილი.

 „სათვალე თოკზე მაქვს ჩამოცმული, რადგანაც ასეთ ნივთებს ყოველთვის ვკარგავ. იგი საქართველოში ვიყიდე და თავი ელტონ ჯონი მგონია“, – განაცხადა მუსიამ.

ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ მუსია თოთიბაძე მსახიობიცაა, ამიტომ მეტყველების განვითარებისთვის იგი ჩანთაში სპეციალურ აპარატს ატარებს.

 „ეს მსა ხიობისთვის აუცილებელი ატრიბუტია – აპარატს პირში იდებ და ტექსტს იმეორებ. მე მეტყველება არ მივარგა, ამიტომაც ვვარჯიშობ“, – აღიარა თოთიბაძემ. 

ამასთან, მომღერლის ჩანთაში ნახავთ ბევრ ჩუპა–ჩუპს, რომელიც ბავშვობას ახსენებს.

 „ბავშვობაში ერთი ისტორია მქონდა: დიდი ჩუპა–ჩუპსი მაჩუქეს. რამდენადაც ოჯახში ბევრნი ვიყავით, ის უნდა გამეყო. და–ძმებთან ერთად კანფეტი ცელოფანში ჩავდეთ და ასფალტს ვურტყამდით, ჩვენ მერე ბევრი კარამელი გაგვიჩნდა“, – გაიხსენა მომღერალმა.

მუსია თოთიბაძემ  ასევე მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ ბლიც–გამოკითხვაში. ჩაისა და ყავას შორის არჩევანი ყავაზე შეაჩერა, კატებსა და ძაღლებს შორის კი ძაღლზე. თუმცა, გაუჭირდა არჩევანის გაკეთება მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგს შორის – როგორც თავად განაცხადა, ეს დედასა და მამას შორის არჩევანის გაკეთების ტოლფასია.

ჟღალთმიანი 23 წლის ლამაზმანი ცნობილი მხატვრის, კონსტანტინე თოთიბაძის ქალიშვილია, თუმცა, იგი არ გაყვა მამის გზას.

მარია თოთიბაძე თანამედროვე მუსიკის ნათელი და ორიგინალური წარმომადგენელია. მას განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი საშემსრულებლო მანერა აქვს – მის შემოქმედებას „ინტელექტუალურ ვოკალი“ უწოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0