აფეთქება ძერჟინსკის სამხედრო ქარხანაში

რუსეთის სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა: მიმდინარეობს ევაკუაცია - ვიდეო

125
(განახლებულია 16:57 05.08.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა, რის შემდეგაც საწყობის პირადი შემადგენლობა სასწრაფოდ გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.
125
თემები:
რუსეთი დღეს (519)
ხმების დათვლა რეფერენდუმზე

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცნობილია

6
(განახლებულია 12:20 02.07.2020)
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ამომრჩეველთა აქტივობამ მოსახლეობის 64,99% შეადგინა

 თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა ქვეყნის მოსახლეობის 77,92% -მა მისცა.

აღნიშნული მაჩვენებელი ბიულეტენების 100% დამუშავების შემდეგაა მიღებული.  

ირკვევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ წავიდა მოსახლეობის  28.17%.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ყოვლისმომცველი კენჭისყრა რუსეთში 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეფერენდუმი 1 ივლისისთვის დანიშნა.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს ახალ მოთხოვნებს როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვადასხვა დონის ჩინოვნიკების მიმართ.

ცვლილებები ძალაში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან შევა.

6
თემები:
რუსეთი დღეს (519)
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა

ანტირუსული სანქციები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში: სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

68
(განახლებულია 19:17 01.07.2020)
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ანტირუსული სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შეიტანა, განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ ვომაკმა.

„მე ვამაყობ, რომ ვარ იმ სანქციების თანაავტორი, რომლის მიზანია მისი მშენებლობის შეჩერება და ჩემი აპლოდისმენტები სენატს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ამ პრიორიტეტის ჩართვის გამო“, — დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.

ვომაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოიყენოს როგორც ძალდატანების საშუალება, და მისი მიზანია რუსეთის გაზზე პოლონეთისა და უკრაინის დამოკიდებულების გაზრდა. 

რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი სენატი და დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატა თავდაცვის ბიუჯეტის საკუთარ ვარიანტებს წარმოადგენენ. შემდეგ მათ შეკრებს შეთანხმების კომისია, რის შემდეგაც საბოლოო ვარიანტს ორივე პალატა მისცემს ხმას და მას უკვე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად წარადგენენ.     

თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს. ჩვეულებრივი კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილება, სამხედრო ბიუჯეტი პრაქტიკულად გარანტირებულად დამტკიცდება, ხოლო პრეზიდენტმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ვეტო დაადოს. მოქმედების ამგვარი მეთოდი ამერიკელმა კონგრესმენებმა გასულ წელსაც გამოიყენეს. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი ძალაში თავდაცვის ბიუჯეტის შემადგენლობაში შევიდა, რის შედეგადაც გაზსადენის მილების გაყვანაზე მომუშავე შვეიცარულმა კომპანია Allseas-მა პრაქტიკულად მაშინვე გააჩერა მუშაობა და გემები გაიყვანა.

გერმანიამ ევროპას რუსული გაზის გამო უღალატა: ბრიტანელი პოლიტიკოსი ბრალს სდებს>>

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპისთვის ხელსაყრელი გაზსადენი მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ხასიათისაა.  

მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს>>

სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ივნისის დასაწყისში სენატში ტედ კრუზისა და ჯინ შეიჰინის ხელმძღვანელობით შეიტანეს, ითვალისწინებს მშენებლობაში ჩართული ყველა გემის მიმართ შემაკავებელი ზომების გავრცელებას, ასევე მათზე, ვინც ამ გემების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, აღმოუჩენს მათ სადაზღვევო და საპორტო მომსახურებას, ან ვინც გაზსადენის ექსპლუატაციის დასაწყებად სერტიფიკატს გასცემს. მოგვიანებით ორივე პარტიის ცხრა კონგრესმენმა სენატში სხვა დოკუმენტი წარადგინა, უფრო მსუბუქი შეზღუდვებით.

68
თემები:
მსოფლიო დღეს
სამგზავრო თვითმფრინავი

გახარია ავიაფრენებზე და ბილეთების ფასზე: უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე

0
(განახლებულია 13:07 02.07.2020)
გახარაიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა, რომ 6 ივლისისთვის უკვე უნდა არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, მოქალაქეებისთვის ბილეთების მისაღები ფასებით

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს ხელისუფლებას>>

საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით, აგვისტომდე გადაავადა, ივლისში კი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რამდენიმე ჩარტერული ფრენა დანიშნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია - საქართველოს ავიახაზები (აირზენა) ასრულებს. როგორც ცნობილი გახდა, ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღადგინოს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროგრამა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დაავალა, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში, ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან", - განაცხადა პრემიერმა.

გახარაიას თქმით, 6 ივლისისთვის უკვე უნდა არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, მოქალაქეებისთვის ბილეთების მისაღები ფასებით.

„რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პანდემიის დაწყებიდან სამშობლოში საქართველოს 13 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა>>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.

0