ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„ცხოველები არავის წინაშე არ არიან ვალდებულები“ - ზოოპარკის პასუხი ვიზიტორებს

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშითეთრი დათვის ბელები ზოოპარკში
თეთრი დათვის ბელები ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ზოოპარკი დღეში რამდენიმე ათას ადამიანს იღებს და ყველამ რომ თითო ნაყინი გადაუგდოს ცხოველს, მას ნაწლავების გადახლართვა შეიძლება დაემართოს

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის ზოოპარკში ვიზიტორმა თეთრი დათვს ვოლიერში ნაყინი შეუგდო, რათა მძინარე ნადირი გამოეფხიზლებინა, რასაც ზოოპარკის ადმინისტრაციის უკმაყოფილება მოჰყვა. ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში ინციდენტთან დაკავშირებით პოსტიც გამოაქვეყნა. 

როგორც ირკვევა, დამსწრეთა ყიჟინის ხმაზე დათვი მყისიერად გამოფხიზლდა და ნაყინს აუზში გადაჰყვა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ „ატრაქციონი“ და მისი გამეორება მოითხოვეს, მაგრამ დათვის მომვლელებმა ამის უფლება აღარ მისცეს. თანამშრომლები შეეცადნენ განემარტათ სტუმრებისთვის, რომ მსგავს ქმედებას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

დამლაგებელმა ქალმა თეთრი დათვი ცოცხით მოიგერია - Sputnik საქართველო
შემთხვევა ზოოპარკში: დამლაგებელმა ქალმა თეთრი დათვი ცოცხით მოიგერია

მომვლელების შენიშვნაზე უფროსები პასუხობდნენ, რომ „ბავშვები მთელი საათი იდგნენ მზეზე და ელოდებოდნენ, როდის ჩახტებოდა ძუ დათვი აუზში, მაგრამ ის არ ინძრეოდა, რომ „თეთრი დათვი თოვლს ჭამს და ნაყინი ვერაფერს დააკლებს“, რომ სტუმრები არ უნდა ელოდებოდნენ, როდის დაიწყებს დათვის ბანაობას.

ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ზოოპარკი დღეში რამდენიმე ათას ადამიანს იღებს და ყველამ რომ თითო ნაყინი გადაუგდოს ცხოველს, მას ნაწლავების გადახლართვა ან კუჭ-ნაწლავის სისტემის გაჩერება შეიძლება დაემართოს.

ამასთან, ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოოპარკები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ნახონ, როგორ გამოიყურებიან პლანეტის უნიკალური ბინადრები.

„ცხოველები არავის წინაშე არ არიან ვალდებულები, მათ შეუძლიათ, არ მოგაქციონ ყურადღება, წამოგორდნენ დასასვენებლად, თუ დაღლილები არიან“, — წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.  

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. ასე მაგალითად, 15 ივლისს პეკინის ზოოპარკში ვიზიტორებმა ქვებიც კი დაუშინეს დიდ პანდას, რათა ეიძულებინათ ცხოველი, განძრეულიყო და გაერთო ისინი.

 

ყველა ახალი ამბავი
0