ვილი ტოკარევი

რუსი შანსონიე ვილი ტოკარევი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

125
გარდაცვალების მიზეზები არ საჯაროვდება

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ვილი ტოკარევი - ავტორი-შემსრულებელი, „რუსული შანსონის“ ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელი.

„დიახ, ვილი აღარ არის“, - დაუდასტურა РИА Новости-ს მუსიკოსის ვაჟმა, ანტონმა.

მუსიკოსს, რომელიც 1990-იან წლებში მოსკოვში დაბრუნდა, 84 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოთხოვების დროისა და თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შანსონიე შეერთებულ შტატებში 1974 წელს გადავიდა, მაგრამ ცნობილი ის მხოლოდ 1981 წელს გახდა, როდესაც გამოვიდა მისი მეორე ფირფიტა სახელწოდებით В шумном балагане. თუმცაღა, ყველაზე დიდი პოპულარობით ვილი ტოკარევი რუსულენოვან ამერიკელებში სარგებლობდა.

1990-იანი წლების დასაწყისში ის რუსეთში დაბრუნდა და მოსკოვში ცხოვრობდა.

125
თემები:
რუსეთი დღეს (266)