მოჭრილი ხეები ტყეში

რუსეთმა ყველაზე მეტი იზარალა: გერმანული კომპანიის რეიტინგი

88
(განახლებულია 18:53 02.08.2019)
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამ დროისთვისაც მძვინვარებს ტყის მასშტაბური ხანძრები. ბოლო მონაცემებით, ცეცხლმოკიდებული ტერიტორიის ფართობი სამ მლნ ჰექტრამდე გაიზარდა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გერმანულმა კომპანია Statista-მ დაასახელა ქვეყნები, რომლებმაც გასულ წელს ტყის საფარის ყველაზე მასშტაბური დანაკარგი განიცადეს.  

ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა, რომელმაც 2018 წელს 5,56 მლნ ჰექტარზე მეტი ტყე იზარალა. სულ რუსეთის ტყის საფარი, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, 770 მლნ ჰექტარს შეადგენდა.

მეორე ადგილზე, დიდი შუალედით, მოდის ბრაზილია — 2,95 მლნ ჰექტარით, ხოლო მესამეზე — კანადა, რომელმაც შარშან 2,1 მლნ ჰექტარი ტყის საფარი იზარალა. 

რაც შეხება მეოთხე პოზიციას, ის აშშ-ს ეკუთვნის, სადაც 2 მლნ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. 

გარდა ამისა, პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: კონგო (1.3 მლნ ჰა), ინდონეზია (1.2 მლნ ჰა), ჩინეთი (570 ათასი ჰა), მალაიზია (438 ათასი ჰა), მადაგასკარი (366 ათასი ჰა) და კოლუმბია (353 ათასი ჰა).

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამ დროისთვისაც მძვინვარებს ტყის მასშტაბური ხანძრები. ბოლო მონაცემებით, ცეცხლმოკიდებული ტერიტორიის ფართობი სამ მლნ ჰექტრამდე გაიზარდა. ქვეყნის ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სმოგმა დაფარა ციმბირის, ზაბაიკალიეს, ყაზახეთისა და მონღოლეთის ქალაქები. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარესა და იაკუტიაში.

88
თემები:
რუსეთი დღეს (265)