ტყის ხანძარი

რუსეთში ტყის ხანძრების ფართობმა რამდენიმე მილიონ ჰექტარს გადააჭარბა

122
(განახლებულია 18:26 30.07.2019)
ამ დროისათვის ტაიგაში ცეცხლი 3 მლნ ჰექტარს უკიდია, დაფიქსირებულია აალების 500 კერა და მათი რაოდენობა იზრდება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში ტყის ხანძრების ფართობი ერთი დღე-ღამის განმავლობაში 50 ათას ჰექტარზე მეტით გაიზარდა, იუწყება ქვეყნის ტყის ხანძრების ცენტრი.

ამ დროისათვის რეგიონში 1 042 434 ჰექტარზე აალების 99 კერა ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც სახანძრო დაცვის ქვედანაყოფები და ტექნიკა, ისე აერომობილური დაჯგუფებები. 

ტყის მასშტაბური ხანძრების გამო გუშინ კრასნოიარსკის მხარისა და ირკუტსკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე და ასევე ნაწილობრივ ბურიატიაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. მაშველების ინფორმაციით, ალი ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. 

როგორც მანამდე საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ჩუპრიანმა განაცხადა, ამ დროისათვის ტაიგაში ცეცხლი 3 მლნ ჰექტარს უკიდია, დაფიქსირებულია აალების 500 კერა და მათი რაოდენობა იზრდება. 

ჩუპრიანის თქმით, დასახლებულ პუნქტებსა და ეკონომიკურ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ზოგ ქალაქსა და სოფელში კვამლის გამო „ცხოვრების ხარისხი“ გაუარესდა.

122
თემები:
რუსეთი დღეს (519)
„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა

ანტირუსული სანქციები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში: სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

64
(განახლებულია 19:17 01.07.2020)
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ანტირუსული სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შეიტანა, განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ ვომაკმა.

„მე ვამაყობ, რომ ვარ იმ სანქციების თანაავტორი, რომლის მიზანია მისი მშენებლობის შეჩერება და ჩემი აპლოდისმენტები სენატს ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ამ პრიორიტეტის ჩართვის გამო“, — დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.

ვომაკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გამოიყენოს როგორც ძალდატანების საშუალება, და მისი მიზანია რუსეთის გაზზე პოლონეთისა და უკრაინის დამოკიდებულების გაზრდა. 

რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი სენატი და დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატა თავდაცვის ბიუჯეტის საკუთარ ვარიანტებს წარმოადგენენ. შემდეგ მათ შეკრებს შეთანხმების კომისია, რის შემდეგაც საბოლოო ვარიანტს ორივე პალატა მისცემს ხმას და მას უკვე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად წარადგენენ.     

თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში სანქციების ჩართვა მათი მიღების დაჩქარებას ხდის შესაძლებელს. ჩვეულებრივი კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილება, სამხედრო ბიუჯეტი პრაქტიკულად გარანტირებულად დამტკიცდება, ხოლო პრეზიდენტმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ვეტო დაადოს. მოქმედების ამგვარი მეთოდი ამერიკელმა კონგრესმენებმა გასულ წელსაც გამოიყენეს. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი ძალაში თავდაცვის ბიუჯეტის შემადგენლობაში შევიდა, რის შედეგადაც გაზსადენის მილების გაყვანაზე მომუშავე შვეიცარულმა კომპანია Allseas-მა პრაქტიკულად მაშინვე გააჩერა მუშაობა და გემები გაიყვანა.

გერმანიამ ევროპას რუსული გაზის გამო უღალატა: ბრიტანელი პოლიტიკოსი ბრალს სდებს>>

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპისთვის ხელსაყრელი გაზსადენი მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ხასიათისაა.  

მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთი საკუთარი ძალებით დაასრულებს>>

სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ივნისის დასაწყისში სენატში ტედ კრუზისა და ჯინ შეიჰინის ხელმძღვანელობით შეიტანეს, ითვალისწინებს მშენებლობაში ჩართული ყველა გემის მიმართ შემაკავებელი ზომების გავრცელებას, ასევე მათზე, ვინც ამ გემების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს, აღმოუჩენს მათ სადაზღვევო და საპორტო მომსახურებას, ან ვინც გაზსადენის ექსპლუატაციის დასაწყებად სერტიფიკატს გასცემს. მოგვიანებით ორივე პარტიის ცხრა კონგრესმენმა სენატში სხვა დოკუმენტი წარადგინა, უფრო მსუბუქი შეზღუდვებით.

64
თემები:
მსოფლიო დღეს

პუტინმა და ლუკაშენკომ რჟევთან ახლოს საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი გახსნეს

22
(განახლებულია 17:34 01.07.2020)
ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი გახსნეს რჟევთან ახლოს, მოსკოვიდან 230 კილომეტრის დაშორებით.

მონუმენტი ხალხის ფულით გაკეთდა, რაც დაახლოებით 500 მილიონი რუსული რუბლი იყო. როგორ გამოიყურება მემორიალი, რატომ დაამონტაჟეს ის ასე და ცერემონიის შემდეგ რატომ დარგეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ნაძვები – იხილეთ ვიდეოში.

22
ნათია თურნავა

თურნავა: „აირზენას“ მოვუწოდებ, შეწყვიტოს  შეუთანხმებელი ქმედებები

0
(განახლებულია 12:20 02.07.2020)
საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანია „აირზენაზე“ საუბრობს.
თურნავა: „აირზენას“ მოვუწოდებ, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აირზენა“ ყიდის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთს ისე, რომ ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე არსებულ რეისებში არ ფიგურირებს ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რადგან მერე ადამიანები საკმაოდ რთულ ვითარებაში ვარდებიან, როდესაც ბილეთებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს“, -ამბობს თურნავა.

მინისტრმა ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები და ასევე მოქალაქეებს მიმართა, იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ ჩამონათვალით, რაც ეკონომიკის სამინისტროს  საიტზეა განთავსებული.

0