„ეს საქართველოს საქმეა“ - ლავროვი „რუსთავი2“-ის ირგვლივ სიტუაციის შესახებ საუბრობს

309
(განახლებულია 00:52 19.07.2019)
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ნებისმიერი საკითხები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებს ეხება, სამართლებრივი გზით უნდა წყდებოდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, იუწყება РИА Новости.

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ >>

ხუთშაბათს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღესვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარჩელი და „რუსთავი2“ გადააფორმა ხალვაშზე (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%). რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ „რუსთავი2“-ის ახალ გენერალურ დირექტორად ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.

„რუსთავი2"-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება მის დიდ პალატაში შეიძლება გაასაჩივროს. ამისთვის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამი თვის ვადა არსებობს.

ტელეკომპანიის იურისტების სარჩელის თანახმად, ქართულ სასამართლოებში საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლი: „ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება", „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება", „აზრის გამოხატვის თავისუფლება", „უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები" და „საკუთრების დაცვა".

 

 

309
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
სომხური მხარის მიერ მიტოვებული ტანკი

მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

53
(განახლებულია 19:26 03.12.2020)
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს ექსპერტულ და მედიასივრცეში დისკუსია დაიწყო იმ რუსული წარმოების იარაღის ეფექტურობის შესახებ, რომელიც სომხურ მხარეს ჰქონდა.

მაგრამ იარაღშია საქმე თუ პირადი შემადგენლობის მომზადებასა და თავდაცვის ორგანიზებაში?

დღეისათვის შეინიშნება ცალკეული მცდელობები იმისა, რომ სომხური მხარის მარცხი რუსული წარმოების „უსარგებლო“ გამანადგურებელ Су-30-СМ-ს, „ბრმა“ საზენიტო კომპლექს С-300-ებს, რადიოელექტრონული ბრძოლის „არაეფექტურ“ კომპლექსებსა და „მდარე სისტემის“ ტანკებს დაბრალდეს. თითქოს სომხეთს არასდროს შეეძინოს მესამე ქვეყნების იარაღი (მაგალითად, ინდოეთისგან Swathi-ს რადარები), ხოლო აზერბაიჯანული არმია მხოლოდ ისრაელის ან თურქული წარმოების იარაღით სარგებლობდა, რამაც განაპირობა კიდეც „დიდი გარდატეხა“.  

საერთო დისკურსი: ყარაბაღი კორექტივებს შეიტანს რუსული იარაღის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებებში. მსგავსი მსჯელობების ოჩოფეხა სქემები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიულ შეცდომებსა და მსოფლიო იარაღის ბაზარზე დაუნდობელ კონკურენციას ნიღბავს. მიზანშეწონილია რეალობას დავუბრუნდეთ.

მოსკოვმა სომხეთს რამდენიმე სამხედრო კრედიტი გამოუყო. შემდგომი სამხედრო აღმშენებლობა — სომხური მხარის საქმეა. თუ რუსული წარმოების საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-300-ები ყარაბაღში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ისინი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საიმედო სისტემების არქონის გამო დაზიანდა, მაშინ ზემოთ ნახსენებ 40 მილიონ დოლარიან ინდურ Swathi-ს აქტივობის არანაირი კვალი არც კი დაუტოვებია. არადა, შეეძლო კი სარეკლამო ანოტაციაში ჩამოთვლილი მახასიათებლების თანახმად. შესაძლოა ჯარმა ახალი რადარების ათვისება ვერ მოასწრო. სომეხი სპეციალისტების სწავლება შეიძლება გადამწყვეტ (სუსტ) რგოლად წარმოჩინდეს რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციაშიც (იარაღი თავისით არ ისვრის). და, რაღა თქმა უნდა, სამხედრო საქმეში სრულიად მიუღებელია არაორგანიზებულობა და თვითკმაყოფილება.

დანაკარგები და ნადავლი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 დეკემბერს დაწვრილებით ისაუბრა სომხური მხარის სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე მთიან ყარაბაღში. გრძელ ჩამონათვალში ასობით ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი მოხვდა — განადგურებული თუ ნადავლის სახით ხელში ჩაგდებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სარაკეტო კომპლექსებიც ახსენა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც, ტანკებიცა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებიც.

ამ ციფრებისა თუ აზერბაიჯანის მხარის დანაკარგების განზრახ „მიჩქმალვის“ მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შექმნილ ვითარებაში (შვიდი რაიონის დაბრუნება) პრეზიდენტს არ ჰქონდა მიზეზი, რადიკალურად გაეზვიადებინა მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები. კანოზომიერად ჩნდება კითხვა სომხური დაჯგუფებების სამხედრო ორგანიზაციის თაბაზე მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ბრძოლებისას.

განადგურებული სომხური ტექნიკის დიდი რაოდენობა შეიძლება სასტიკი ბრძოლებით აიხსნას, მაგრამ ამასთან განცვიფრებას იწვევს მიტოვებული 79 ტანკი 47 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 104 საარტილერიო დანადგარი (ზარბაზნები და ნაღმმტყორცნები), 5 საზენიტო დანადგარი „შილკა“, 93 სპეცავტომობილი, 270 სატვირთო ავტომობილი (შესალოა ეს ნადავლი კიდეც გამოფინონ პრეზიდენტის სიტყვების დასტურად).

სომხური მხარის ესოდენ წარმოუდგენელ „გულუხვობას“ მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: საბრძოლო ტექნიკა არაორგანიზებული (სტიქიური) უკანდახევის დროს მიატოვეს, ან საწვავი დროულად არ მიაწოდეს (ზურგის უზრუნველყოფის პრობლემები) და მანქანები უბრალოდ ვერ წაიყვანეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, აქ საორგანიზაციო დასკვნებია გამოსატანი, მაგრამ ეს სომხეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გენერალური შტაბის გასაკეთებელია.

53
მზის ჩასვლა

როდის შეუქმნის გადახურებული მზე დედამიწას საფრთხეს: ცნობილი გახდა თარიღი

105
(განახლებულია 17:09 03.12.2020)
უახლოეს ათწლეულებში მზის აქტიურობა დაიკლებს და მაგნიტური ქარიშხლების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ამავდროულად გაიზრდება გალაქტიკური კოსმოსური გამოსხივება.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მზე, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი გალია, დედამიწას გადახურებით რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ დაემუქრება, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ანატოლი პეტრუკოვიჩმა.

„როცა ჩვენი ვარკვლავი დაიბადა, უფრო ცივი იყო, ვიდრე ახლაა. დროთა განმავლობაში ის თანდათან ხურდება და მისი გამოსხივება იზრდება. თანამედროვე გაგებით, მზე დედამიწას უკვე რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეუქმნის საფრთხეს, ვინაიდან მისგან წამოსული სითბური ნაკადი მეტისმეტად ცხელი იქნება დედამიწის თანამედროვე კლიმატისთვის“, — აღნიშნა მეცნიერმა.

თუმცა, პეტრუკოვიჩის თქმით, კაცობრიობას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო აქვს ამ პრობლემის გადასაჭრელად — მაგალითად, ატმოსფეროს დარეგულირებისა თუ დედამიწიდან გაფრენის გზით.

ამასთან მეცნიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს ათწლეულებში მოსალოდნელია მზის აქტიურობისა და მაგნიტური ქარიშხლების რაოდენობის შემცირება. თუმცა ამავდროულად გაიზრდება გალაქტიკური კოსმოსური გამოსხივება, რასაც დედამიწისთვის არა, მაგრამ საპლანეტთაშორისო ფრენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

105
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
გაფცქვნილი კარტოფილი

არ ჭამოთ კანიანად მომზადებული კარტოფილი - ეს საშიშია: ექიმის განმარტება

0
(განახლებულია 12:31 04.12.2020)
ექიმი-ენდოკრინოლოგი განმარტავს, რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო კარტოფილის კანიანად მომზადება და შესაბამის რეკომენდაციებსაც გასცემს

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. „მუნდირიანი“ კარტოფილის ჭამა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, აცხადებს უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმ-ენდოკრინოლოგი ელენა გუბკინა.

სპეციალისტმა განმარტა, რატომ უნდა ითქვას უარი კარტოფილის კანიანად მოხარშვაზე.

მისი თქმით, სწორედ კანში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ნიადაგსა და ჰაერში შემავალი მავნე ნივთიერებები.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის რჩევაა, არ მომზადდეს კარტოფილი ფრიტიურში, ვინაიდან ასეთ დროს მასში ბევრი ცხიმები და ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება.

„მეორე პურის“ მომზადების საუკეთესო მეთოდად ელენა გუბკინას გაფცქვნილი კარტოფილის მოხარშვა ან მისი ორთქლზე მომზადება მიაჩნია. ამ გზით ბოსტნეულში სასარგებლო ნივთიერებების (ვიტამინი B6, კალიუმი, ნატრიუმი) მაქსიმალური რაოდენობა ნარჩუნდება.

როდის არის კარტოფილი სასარგებლო და როდის – საზიანო? განმარტავს ექიმი–დიეტოლოგი>>

ამასთან ექიმი გვირჩევს, გავითვალისწინოთ რამდენიმე მომენტი, რაც კარტოფილის მიღებისას ნულამდე დაიყვანს გვერდით ეფექტებს:

  • მოერიდეთ გამწვანებული ბოლქვების გამოყენებას, ვინაიდან მათში უკვე დაგროვებულია სოლანინი — უჯრედების დამანგრეველი ტოქსიკური ნივთიერება;
  • მოერიდეთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე კარტოფილის მომზადებას.

კარტოფილის ოპტიმალურ ნორმად ექიმი კვირაში ორჯერ 200-300 გრამს მიიჩნევს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები