კარასინი: აბაშიძესთან შეხვედრა ჯერ არ განიხილება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძესთან მუდმივად აქვს კონტაქტი.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

„ჩვენ მასთან კონტაქტი გვაქვს, მაგრამ შეხვედრა ჯერ არ განიხილება. შეხვედრა რომ ჩატარდეს, ჯერ უნდა გავიგოთ, სად ვიმყოფებით (ურთიერთობების თვალსაზრისით - რედ.), რადგან ჯერჯერობით საქართველოში შიდაპოლიტიკური პროცესების გაურკვევლობის ელემენტები აშკარაა", – განუცხადა კარასინმა ჟურნალისტებს.

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა. ამის პარალელურად რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დააზარალებს, რადგან ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობის მხრივ რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ.

რას ელოდება რუსეთი საქართველოსგან: ლავროვმა მოსკოვის მოსაზრება გააჟღერა>>

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება – მას შემდეგ, რაც ქართულ საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ დღეს აქცია არეულობებში გადაიზარდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0