ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მოგზაური დეკანოზი საუკუნის წინ დაღუპულ ხომალდთან ჩაყვინთავს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფიოდორ კონიუხოვი
ფიოდორ კონიუხოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხომალდი, რომლის მონახულებასაც კონიუხოვი მიმდინარე წლის ოქტომბერში აპირებს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს ჩაიძირა, როდესაც 1904 წლის 13 აპრილს იაპონურ ნაღმზე აფეთქდა.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მოგზაური დეკანოზი ფიოდორ კონიუხოვი ჩინელ დაივერებთან ერთად აპირებს 1904 წელს პორტ-არტურთან დაღუპული ჯავშნოსანი ხომალდის, „პეტროპავლოვსკის“ მეზღვაურების ნეშტების ამოტანას და სამშობლოში გადასვენებას.

ხომალდი, რომლის მონახულებასაც კონიუხოვი მიმდინარე წლის ოქტომბერში აპირებს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს ჩაიძირა, როდესაც 1904 წლის 13 აპრილს იაპონურ ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა 620 მეზღვაური, 29 ოფიცერი, ადმირალი სტეპან მაკაროვი და მხატვარ-ბატალისტი ვასილი ვერეშჩაგინი.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურმა, მყვინთავების ჯგუფთან ერთად, ცოტა ხნის წინ საათნახევარი დაჰყო ლინკორ „ნოვოროსიისკის“ დაღუპვის ადგილზე, რომელიც სევასტოპოლის ყურეში 1955 წელს ჩაიძირა. კონიუხოვმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მაშველებსა და ადმირალ ნახიმოვის სახელობის სასწავლებლის თანამშრომლებმა ზღვის ფსკერიდან არაერთი ნივთის ამოტანა შეძლეს.

ფიოდორ კონიუხოვის თქმით, მოგვიანებით ის კიდევ ერთხელ ჩაყვინთავს ყურეში, რათა ხომალდის მახლობლად ფსკერზე ჯვარი აღმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0