ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

საუდის არაბეთი არქეოლოგიურ გათხრებში რუსი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიერ-რიადი
ერ-რიადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუდის არაბეთი, რომელსაც ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი უჭირავს, აპირებს გათხრების ტერიტორიის გაფართოებას და უცხოელი, მათ შორის, რუსი სპეციალისტების ჩართვას საქმეში.

ისტორიკოსების შეფასებით, არაბეთის ნახევარკუნძული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და არქეოლოგების მიერ ნაკლებად გამოკვლეული რეგიონია. საუდის არაბეთი, რომელსაც ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი უჭირავს, აპირებს გათხრების ტერიტორიის გაფართოებას და უცხოელი, მათ შორის, რუსი სპეციალისტების ჩართვას საქმეში.

ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე, პირველ კინოთეატრებსა და მხატვარ ქალებზე ქვეყნის ისტორიაში პირველი კულტურის მინისტრი, პრინცი ბადრ ბენ აბდალა ბენ ფარხან ალ საუდი საუბრობს.

- ორი წლის წინ გამოქვეყნდა პროგრამა „ხედვა 2030“, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარებას. როგორ უნდა შეიცვალოს უახლოეს წლებში კულტურული გარემო? როგორი შედეგის მიღება გსურთ?

- საუდის არაბეთი - არის ქვეყანა უზარმაზარი კულტურული სიმდიდრით, ისტორიული ადგილებით, ნიჭიერი მხატვრებით, მუსიკოსებით და შემოქმედებითი ადამიანებით. ჩვენ ვამაყობთ მემკვიდრეობით და როდესაც ქვეყნის განვითარების ახალ ვექტორზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ დიდ ძვრებს კულტურის სფეროში.

ჩვენთან პირველად გაჩნდა გამოკვეთილი პროფილის მქონე სამინისტრო და ვგეგმავთ, კულტურა და ხელოვნება ისეთ დონეზე ავიყვანოთ, რომ მათ ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ. გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ, გავდოთ „ხიდები“ სხვადასხვა კულტურას შორის.

- საუდის არაბეთი არქეოლოგების დიდ ინტერესს წარმოადგენს. რამდენადაც ცნობილია, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ერმიტაჟის დირექტორ მიხეილ პიოტროვსკისთან იმის თაობაზე, რომ სამუშაოებში მონაწილეობა რუს სპეციალისტებსაც მიეღოთ. რა ეტაპზეა მოლაპარაკება ამჟამად?

- არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, კაცობრიობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ის გვეხმარება გავიგოთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. საუდის არაბეთში განსაკუთრებით გაგვიმართლა, რადგან კლიმატის წყალობით, ბევრი ადგილი შესანიშნავადაა შემონახული. შეხედეთ ჩვენს იდუმალ „ქვის პორტალებს“, გამოსახულებებს კლდეებზე, რომლებსაც იუნესკო იცავს და რომლებიც კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე ადრეულ თვითგამოხატვის ფორმებს წარმოადგენენ; ან კიდევ ნაბათის სამეფოს ეპოქის არქეოლოგიურ კომპლექსებს, როგორიცაა, მაგალითად, მადაინ-სალიხი - და გასაგები გახდება, რომ ჩვენი ტერიტორია იყო ვაჭრობისა და ენის განვითარების ცენტრი. ახლა ჩვენთან გათხრები წარმოებს 40 ობიექტზე, რიგს კიდევ 10 ათასი ელოდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობით და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კონტაქტი.

- ბოლო დროს რაიმე არქეოლოგიური აღმოჩენები თუ გაქვთ?

- მაგალითად, საფრანგეთის მეცნიერული კვლევების ნაციონალური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი სოლინ მარიონ დე ბრო და მისი გუნდი სწავლობენ არაბეთის ნახევარკუნძულის წარსულს. 2017 წლიდან ისინი არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ კუნძულ ფარასანზე.

ამ დროის განმავლობაში მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა 30 ადგილი, მათ შორის, დასახლებები, ასევე სხვადასხვა ცხოველის - ირმის, ძროხის, ცხენისა თუ კუს ნეშტები. გარდა ამისა, ნაპოვნია ძველისძველი ნივთები, მათ შორის, არაბული მანუსკრიპტები.

ზოგიერთი აღმოჩენა რომის იმპერიის პერიოდს განეკუთვნება. ყველას, ვინც არქეოლოგიითაა დაინტერესებული, ვურჩევდი, ესტუმროს იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენი ხუთი არქეოლოგიური ობიექტიდან ერთ-ერთს მაინც.

- საუდის არაბეთში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას ხშირად ისმის ფრაზა -  „სამუზეუმო ბუმი“. გვითხარით, რა ხდება ამ მიმართულებით?

- ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ეროვნული მუზეუმი, ისევე როგორც სხვა შესანიშნავი მუზეუმები მთელ ქვეყანაში. ახლა ვმუშაობთ ახალი მუზეუმების შექმნაზე. ვაპირებთ ამ სფეროს განვითარებას და სპეციალური სახელმწიფო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც აღნიშნული საქმით დაკავდება.

- საუდის არაბეთი წელს ვენეციის ბიენალეზე წარადგენს თავის ეროვნულ პავილიონს, რომელიც დაეთმობა კურატორ და მხატვარ ქალბატონს. თანამედროვე ხელოვნება როგორ ვითარდება თქვენს ქვეყანაში?

- ჩვენთან ყოველთვის იყო განვითარებული ვიზუალური ხელოვნება, გვყავს მსოფლიოში აღიარებული მხატვრები. მოხარული ვართ, რომ წელს ვენეციის ბიენალეზე ჩვენს ქვეყანას წარადგენს ზახრა ალ-გამადი, რომლის გენიალურმა ნამუშევარმა „ილუზიის ველმა“ ასე მოხიბლა საზოგადოება.

საუდის არაბეთში თანამედროვე ხელოვნება პოპულარულია. ჩვენთან მოქმედებს რამდენიმე გალერეა. გაჩნდა ორგანიზაციები, რომლებიც აწყობენ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენებს და ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს. 

მაგალითად, მეფე აბდულაზიზის მსოფლიო კულტურის ცენტრი (Ithra) დახრანში შექმნილია საუდის არაბეთის კომპანია „Aramcо“-ს (მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის კომპანია, - რედ.) მხარდაჭერით, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა პირადად გახსნა. ცენტრში ფუნქციონირებს მუზეუმი, საბავშვო მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, თეატრი, საგამოფენო დარბაზები.

- სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მთავარ შტაბში გახსნილია გამოფენა, რომელშიც მონაწილეობს ორი მხატვარი ქალი საუდის არაბეთიდან. მათ შესახებ რას გვეტყოდით?

- დიახ, ჩვენი ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრები წარმოდგენილია გამოფენაზე, რომელიც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს მხატვრები არიან ლულუა ალ-ხომუდი და დანია ალ-სალეხი. მათი არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი ნამუშევრები მოიცავენ მეტად საინტერესო სფეროს: კულტურისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთობას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი მხატვრები ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე არიან წარმოდგენილი.

- კინემატოგრაფიის განვითარებაზე რას გვეტყვით? ერთი წლის წინ ქვეყანაში ოფიციალურად გაიხსნა პირველი კინოთეატრი და, როგორც ამბობენ, 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 300-მდე უნდა გაიზარდოს. როგორ ვითარდება ეს მიმართულება?

- კინოში სიარული - განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა და ჩვენს მოქალაქეებს ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ მათ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. და, რასაკვირველია, მაყურებელმა უნდა უყუროს როგორც არაბულ, ისე ჰოლივუდის, ბოლივუდისა და სხვა უცხოურ ფილმებს. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ავტორი გვყავს, ასე რომ, ვინც საუდის არაბეთში გადაღებული ფილმებითაა დაინტერესებული, მათი ნამუშევრების ნახვას ვურჩევდი.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყანაში ასეთი კულტურული რეფორმების მიმართ, რამდენად მზადაა საზოგადოება ევროპული კულტურული ტრადიციების შესწავლისა და მიღებისათვის და როგორ უნდა შეინარჩუნოთ ამ ყველაფრის პარალელურად უნიკალური ეროვნული კულტურა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც დიდი ხანია ბევრს ვფიქრობთ. გვინდა, თვითგამოხატვის ახალი ფორმები გავავითაროთ, მაგრამ ამავდროულად შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული ტრადიციები. და თუ გარკვეული კულტურული ტრადიციები გარედან შემოგვაქვს, ეს კეთდება ურთიერთსასიკეთოდ და ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.  კულტურული თანამშრომლობის აზრიც სწორედ ეს არის.

ყველა ახალი ამბავი
0