თვითმფრინავი

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ტრანზიტული ავიაბილეთები 13%-ით გაძვირდა

154
(განახლებულია 17:08 09.07.2019)
საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა 20-30%-ით შემცირდა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ტრანზიტული ავიაბილეთების ღირებულება 13%-ით გაძვირდა, იუწყება პორტალი Известия.

Biletix-ის მონაცემებით, ორივე მიმართულებით ბილეთებზე საშუალო ფასი 15,8 ათასიდან 17,9 ათას რუბლამდე გაძვირა.

Aviasales-ის ინფორმაციით, მინსკის გავლით თბილისში მგზავრობას დაახლოებით 5,5 საათი და 12,9 ათასი რუბლი დასჭირდება, სტამბულის გავლით კი – 10 საათი და 19 ათასი რუბლი. პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ერთი მიმართულებით მგზავრობის ბილეთები საშუალოდ 2-3 ათასით გაძვირდა.

როგორც დაჯავშნის სერვისებში აცხადებენ, მოთხოვნა 20-30%-ით შემცირდა.

Туту.ру-ში განაცხადეს, რომ ივლისისთვის შეძენილი ბილეთების თითქმის 90% მოსკოვი–თბილისის პირდაპირ რეისზე იყო აღებული.

საქართველოში მყოფმა თითქმის ყველა ტურისტმა უკვე დატოვა ქვეყანა. მოგზაურები ყველაზე ხშირად ირჩევენ რუსეთის კურორტებს, ასევე თურქეთს, ბულგარეთს, ტუნისსა და კვიპროსს.

თბილისში თითქმის სამი კვირაა ანტირუსული ლოზუნგებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ანტირუსული რიტორიკის პასუხად რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა – აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

 

154
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (84)