საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო ალმები

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო: რადიკალებს საქმე დეგრადაციამდე მიჰყავთ

141
(განახლებულია 15:08 09.07.2019)
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა მოამზადეს განცხადების პროექტი, რომელიც საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ეხება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები პარლამენტის ქვედა პალატის განცხადების პროექტში აღნიშნავენ, რომ საქართველოს რადიკალურ ძალებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დეგრადაციამდე მიჰყავთ.  

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერალური კრების დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ მიჰყავს საქმე“, — ნათქვამია დუმის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ეხება. 

ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის განსვენებულ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

141
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
რუსეთისა და აშშ-ს სახელმწიფო დროშები

რუსი ჰაკერების შეტევა მთელ მსოფლიოში: საელჩომ კომენტარი გააკეთა

9
(განახლებულია 15:38 20.10.2020)
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს არ აქვს და არც ჰქონია განზრახვა, ეწარმოებინა „დესტაბილიზაციის გამომწვევი ოპერაციები“ მთელ მსოფლიოში

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საელჩო ვაშინგტონში უარყოფს აშშ–ის ბრალდებას რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ჰაკერული და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შესახებ მთელ მსოფლიოში, გაუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრალი დასდეს რუსეთის ექვს მოქალაქეს იმაში, რომ ისინი ჰაკერული შეტევების სერიებს აწარმოებენ და მავნე პროგრამებს ავრცელებენ სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით. კერძოდ, მათ ბრალდებათ ვირუს NotPetya–ს გავრცელება 2017 წელს. ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ ეს პირები რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოზე მუშაობენ და სწორედ მათ განახორციელეს კიბერშეტევა მათ შორის სამხრეთ კორეის ოლიმპიადაზეც. თითქმის იმავდროულად დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ რუსული დაზვერვა ასევე გეგმავდა კიბერშეტევას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებზე მის გადატანამდე.

„სრულიად აშკარაა, რომ მსგავს საინფორმაციო საბაბებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ამერიკულ საზოგადოებაში გაღვივდეს რუსოფობიული განწყობები, დაიწყოს „ალქაჯებზე ნადირობა“ და  შპიონომანია. ყველაფერი ეს უკვე რამდენიმე წელია გვევლინდება ვაშინგტონის პოლიტიკური ცხოვრების თავისებურებად. აშშ–ის ხელისუფლება თანმიმდევრულად ანგრევს ოდესღაც პრაგმატულ რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს და ხელოვნურად ახვევს ტავს საკუთარ მოსახლეობას რუსეთისა და მასთან ყველაფერ დაკავშირებულის ტოქსიკურ აღქმას“, — განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს და არც ჰქონია განზრახვა, ეწარმოებინა „დესტაბილიზაციის გამომწვევი ოპერაციები“ მთელ მსოფლიოში.

„ეს არ პასუხობს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ეროვნულ ინტერესებსა და ასევე ჩვენს გაგებას იმის შესახებ, როგორ იგება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის. რუსეთი პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ერევა მათ საქმეებში“, — დაამატა დიპლომატმა.

საგარეო საქმეთა წყარომ РИА Новости–ს განუცხადა, რომ აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის ბრალდებები, თითქოს რუსმა ჰაკერებმა შეტევები განახორციელეს მათ შორის ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორების მისამართითაც, დაუსაბუთებელია და შიდა აუდიტორიისთვისაა გამიზნული.

9
თემები:
რუსეთი დღეს
აშშ-ს სამხედრო ტექნიკა

„აუცილებელია ვეცადოთ“: ამერიკანისტის მოსაზრება СНВ-3-ის გახანგრძლივების შესახებ

18
(განახლებულია 15:14 20.10.2020)
რუსეთში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“, შეთანხმება СНВ-3-ის წართმევას მეტად დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. კრემლში კომენტარი გააკეთეს აშშ–ის განცხადებაზე, რომელიც  სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას (СНВ-3) შეხებოდა და აღნიშნეს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე კვლავაც გრძელდება. რადიო Sputnik–ის ეთერში ამერიკანისტმა კონსტანტინ ბლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, როგორ უფრო მარტივი იქნება მოლაპარაკების წარმოება.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონთან კონტაქტი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე, ერთი წლით გახანგრძლივდეს СНВ-3 ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის წინადადებაზე უარის შესახებ მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკულ მხარესთან კონტაქტები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. მთლიანობაში, როგორც ეს უკვე თქვა პრეზიდენტმა, შეთანხმების გახანგრძლივება ჩვენ დროის მოგების საშუალებას მოგვცემდა, ამ 12 თვის მოგების შანსს მოგვცემდა სუბსტანციური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე“, — აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოსთვის „სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამ ქვაკუთხედის“ წართმევას მეტად დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ მაინც ვარჩევდით, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მოგვესმინა, რომ ისინი მზად არიან ამ დოკუმენტის გასახანგრძლივებლად“, — აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით მოსალოდნელი პროგრესი არ შეინიშნება. თუმცა ასეთი ვიტარება არ ნიშნავს იმას, რომ „საჭიროა კონტაქტების სრულად შეწყვეტა“.

 

რადიო Sputnik–ის ეთერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელმა, ამერიკანისტმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინ ლოხინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმების ბედი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დონალდ ტრამპს, ჯერ პირველი, რომ სძულს ჩინეთი და СНВ-3–ს ჩინეთთან აბამს. და მეორეც: ტრადიციულად რესპუბლიკური პარტია ცდილობს ჩაშალოს კონტროლი შეიარაღებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბში–უმცროსის ადმინისტრაციის დროს ამერიკელები გავიდნენ რაკეტსაწინააღმდეგო შეთანხმებიდან, ტავად ტრამპი გავიდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებისა და ასევე ღია ცის შესახებ შეთანხმებებიდან. თუ არჩევნებში ის გაიმარჯვებს, მაშინ СНВ-3–დან გასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია“, — მიაჩნია ბლოხინს.

ხოლო თუ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ამერიკანისტის აზრით, შეთანხმების გახანგრძლივების შანსები რჩება.

„ტრადიციულად დემოკრატიული პარტია იმის მომხრეა, რომ რუსებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ სწორედ [დემოკრატი] ობამას ადმინისტრაციამ და [დმიტრი] მედვედევმა გაახანგრძლიევს ეს შეთანხმება. თუმცა, ვინც უნდა გაიმარჯვოს [აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში], რამდენიმე თვეშ ახალი შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მცდელობა, რომ უკვე არსებული შეთანხმება გახანგრძლივდეს, რათა ერთი წლის განმავლობაში ახალი გაფორმდეს. ეს ყველაზე საინტერესო იდეაა“, — აღნიშმა ამერიკანისტმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების“ რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წელის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.


18
თემები:
რუსეთი დღეს
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი: არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას

0
(განახლებულია 17:55 20.10.2020)
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა  მოსახლოებას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების დაცვისკენ მოუწოდა.

 

ნათია მეზვრიშვილი: არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუიდვების დაწესებას
„არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუიდვების დაწესებას, იმიტომ რომ ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა, ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით... რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, ოღონდ წესები დავიცვათ მაქსიმალურად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა თბილისიდან მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლეს, დღეიდან ეს შეზღუდვა მცხეთის მუნიციპალიტეტზეც ვრცელდება. 

0