რამზან კადიროვი

„ის კავკასიის შვილი არაა" კადიროვი Rustavi 2-ის წამყვანის შესახებ

302
(განახლებულია 14:55 09.07.2019)
კადიროვის აზრით, გიორგი გაბუნიას გამოთქმების გამო საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს საჯაროდ და ოფიციალურად დაუყოვნებლივ უნდა მოუხადონ ბოდიში.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში უცენზურო გამოთქმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაბუნია საქართველოს და ქართველი ხალხის სირცხვილია და იგი კავკასიის შვილი არ არის.

ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელი აივსო კომენტარებით. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟურნალისტის გამოსვლა ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა.

ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

„იგი არ არის კავკასიის შვილი, არც კაცი. კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, თავისი მოსისხლის მიმართაც კი. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია", – დაწერა რამზან კადიროვმა Telegram-ზე.

კადიროვის აზრით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც "დაგეგმილი იყო ტელეკომპანიის მიერ, ან, შეიძლება, „რუსთავი 2"-ის კედლებს მიღმა". წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიტყვებით, გაბუნიას პირველივე წამებიდან მოხსნიდნენ პირდაპირი ეთერიდან.

როგორც მან აღნიშნა, შეურაცხყოფა მიაყენეს „მთლიანად რუს ხალხს და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს".

„საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს საჯაროდ და ოფიციალურად დაუყოვნებლივ უნდა მოუხადონ ბოდიში. გაბუნიას წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას რუსეთის უმაღლესი პირის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმებისა და რუსეთის მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვის გამო", – დასძინა მან.

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით, თუმცა არა რუსეთის მოქალაქე ქართველების წინააღმდეგ, საჭიროა მკაცრი სანქციების შემოღება.

302
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)