ლეონიდ სლუცკი

დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა

332
(განახლებულია 18:52 08.07.2019)
მანამდე ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ სათათბიროს წინაშე ამ ინიციატივის დაყენებას აპირებდნენ.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას, განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.

„აუცილებელია დამატებითი მკაცრი ზომების მიღება. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, რომელიც ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობამ დააყენა: პროდუქციის მოწოდების შეზღუდვას, კერძოდ, ღვინისა და მინერალური წყლისა, საქართველოში წარმოებული სხვა პოზიციებისა და ასევე ფულადი გადარიცხვების გაყინვას ქვეყნებს შორის“, — განაცხადა დეპუტატმა.

მანამდე ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ სათათბიროს წინაშე ამ ინიციატივის დაყენებას აპირებდნენ. 

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით,

რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

332
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)