ზახაროვა „ფეისბუქით“ ახალ კომენტარს ავრცელებს: „რუსთავი 2“ სააკაშვილის იარაღია

გამოწერა
მანამდე საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას ზახაროვამ სამი სიტყვით შეაფასა გიორგი გაბუნიას მონოლოგი.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება თავისი წინასაარჩევნო კამპანიისა და რუსეთის პრეზიდენტთან შორიდან ცალმხრივი რიტორიკისთვის იყენებდეს ტელეარხ „რუსთავი 2“-ს, წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

„სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ის არც შეუწყვეტია. მაგრამ ახლა სტარტი აიღო „ბოლო ბრძოლის" ფაზამ. ის ყველა გზით შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხისტად, ცინიკურად, ნებისმიერ ფასად. საზოგადოების ტოტალური განხეთქილების ფასადაც კი. „რუსთავი 2“ მისი პოლიტიკის იარაღია. მარგინალიზაცია არ აშინებს, ესეც უპრინციპო ბრძოლის ელემენტია. ვფიქრობ, საინფორმაციო კამპანიის ღერძი, როგორც ეს უკრაინაში იყო, პუტინთან ცალმხრივი რიტორიკა იქნება“, — წერს ზახაროვა.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას ზახაროვამ სამი სიტყვით შეაფასა გიორგი გაბუნიას მონოლოგი. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტოდ მდაბალი უწოდა რუსეთის ხელმძღვანელობისადმი გამოხდომას ქართული 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა გაბუნიას შეფასებისას სამი სიტყვით შემოიფარგლა
ტელეარხით და ეს ქართული რადიკალური ძალების მიერ მოწყობილ პროვოკაციად შეაფასა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცნობილია რუსეთის მთავრობისადმი მკვეთრი გამონათქვამებით, მხარი არ დაუჭირა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მონოლოგს, რის შესახებაც საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0