გავრილოვი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეების მხარეზე გადადის

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის ჩაშლაში თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik.  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას ქვეყანაში აღარ შემოუშვებს, იუწყება РИА Новости.

გახარია მიტინგის დაშლის შესახებ: სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ>>>

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ შეცდომაზე“ მიუთითა.  

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელია მსჯავრდებული სააკაშვილი

„არ შემოვუშვებთ“, – განაცხადა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გახარიამ. ჟურნალისტებმა მინისტრს  კითხვა მას შემდეგდაუსვეს, რაც გავრილოვმა გამოცემა Новая газета–თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ სურს საქართველოში ჩამოსვლა და მზად არის ეს, „თუნდაც ხვალ“ გააკეთოს. რუსი დეპუტატის სიტყვებით, მას საქართველოში სტუმრობა ოჯახთან ერთად შემოდგომაზე ჰქონდა დაგეგმილი.

 „მიმაჩნია, რომ თავისი გამოსვლით იგი (გახარია – რედ.) მხოლოდ ერთს აცხადებს: რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ესმის პარლამენტთაშორისი კონფერენციის ჩაშლაში თავისი წილი პასუხისმგებლობა  და  დიპლომატებთან მიმართებით ვალდებულებები, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვა და რომ მას, როგორც სამინისტროს, მოვალეობის შესრულება არ შეუძლია“, – განაცხადა გავრილოვმა. 

აქცია - Sputnik საქართველო
„თავისუფლების მარში“ : აქციის მონაწილეების მოთხოვნა და ხელისუფლების პოზიცია

მისი სიტყვებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  „დგება სწორედ  იმ „პუჩისტების“ მხარეზე,  რომლებმაც საკუთარი გამოსვლებით არეულობა მოაწყვეს და  რომ იგი იზიარებს რუსეთთან მიმართებით მათ პოზიციებს“.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთმა  საქართველო−რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლები შეწყვიტა. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა დაუწესდათ ქართულ ავიაკომპანიებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0