ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსული ნანონაწილაკები „სამგანზომილებიან ტომოგრაფს“ ახალ უნარებს შესძენს

© Pixabay / Bokskapetმაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერების აღმოჩენა არა მარტო გააუმჯობესებს კომპიუტერული ტომოგრაფების მუშაობას, არამედ ხელს შეუწყობს კიბოს ერთდროული დიაგნოსტიკისა და თერაპიის ახალი მეთოდიკის შექმნასაც.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. რუსმა ბიოფიზიკოსებმა და ქიმიკოსებმა შექმნეს ნანონაწილაკები, რომლებიც მკვეთრად გაზრდის ტომოგრაფიული გამოსახულებების გაფართოებას  და ამასთან, მიკრობებისა და კიბოს უჯრედების გამანადგურებელი პრეპარატების შესაქმენლადაც გამოიყენება. სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილია Journal of Nanomaterials-ზე.

როგორც  ცნობილია, კლასიკური რენტგენული აპარატები ცალკეული ორგანოების ორგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. ამით მოტეხილობები, მსხვილი სიმსივნური და სხვა საშიში წარმონაქმნები იძებნება, მაგრამ მათი ზომების, მასის, მოცულობისა თუ სტრუქტურის დადგენა შეუძლებელია. 

Вспышки на Солнце - Sputnik საქართველო
რუსმა ფიზიკოსებმა მზეზე აფეთქებების 3D გამოსახულების მიღება ისწავლეს

ყველა ამ ამოცანისთვის თავის გართმევა ეგრეთ წოდებული კომპიუტერული ტომოგრაფების გამოყენებითაა შესაძლებელი, რომელიც შინაგანი ორგანოებისა და ასევე სხვა გაუმჭვირვალე ობიექტების (აუცილებელი არ არის, „ცოცხალი“ ობიექტების) სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა.

ამ ფოტოების ხარისხის გაზრდა გამოსაკვლევ ორგანოსა თუ ობიექტში განსაკუთრებული ნივთიერების შეყვანით შეიძლება, რომელიც აქტიურ ურთიერთქმედებას იწყებს რენტგენის სხივებთან.

ცოტა ხნის წინ რუსმა მეცნიერებმა და მათმა უცხოელმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ ნივთიერების მინიატურულ ფრაგმენტებს აქვთ უნარი, შეაღწიონ ბაქტერიებისა და კიბოს უჯრედებში და გაანადგურონ ისინი. თავის მხრივ, ეს შესაძლებელს ხდის როგორც კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ისე წყლის გაწმენდას და ა.შ.

გარდა ამისა, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ეს ნანონაწილაკები ძალიან კარგად შთანთქავს რენტგენულ დასხივებას.

ნანონაწილაკების წარმოების მთოდიკა, მისი შემქმნელების თქმით, ცოტა ხნის წინ წარმატებით დააპატენტეს რუსეთში. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა არა მარტო გააუმჯობესებს კომპიუტერული ტომოგრაფების მუშაობას, არამედ ხელს შეუწყობს კიბოს ერთდროული დიაგნოსტიკისა და თერაპიის ახალი მეთოდიკის შექმნასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0