რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს კუთვნილი ИЛ-76ТД

რუსეთმა გაეროს ჰუმანიტარული მისიებისთვის საკუთარი ავიაცია შესთავაზა

74
(განახლებულია 21:02 05.06.2019)
ოთხშაბათს მოსკოვში საერთაშორისო სალონი „კომპლექსური უსაფრთხოება“ გაიმართა, რომესაც გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის მოადგილე ჯორჯ ოკოტ-ობო ესწრებოდა.   

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik.  რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ევგენი ზინიჩევმა გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის ოფისს ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის მისი უწყების დაქვემდებარებაში არსებული ავიაციის გამოყენება შესთავაზა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მინისტრი ოთხშაბათს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო სალონზე „კომპლექსური უსაფრთხოება“, გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის მოადგილე ჯორჯ ოკოტ-ობოს შეხვდა.   

„დღეს, თანამედროვე საფრთხეებისა და აგრეთვე ლტოლვილთა პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის გათვალისწინებით, გთავაზობთ გავაფართოვოთ ჩვენი ურთიერთქმედება. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად შეიძლება იქცეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ავიაციის გამოყენება ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად“, — აღნიშნა ზინიჩევმა.

მინისტრის თქმით, ასევე აუცილებელია საველე მისიების თანამშრომელთა მომზადების სისტემის დახვეწა.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა მხარეთა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„დოკუმენტი შესაძლებელს გახდის, დავაფიქსიროთ  თანამშრომლობის ძირითადი ორიენტირები უახლოესი პერსპექტივისთვის“, — განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, ჯორჯ ოკოტ-ობომ აღნიშნა, რომ „რუსეთს დიდი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად“, და კმაყოფილება გამოთქვა მემორანდუმზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

 

74
თემები:
რუსეთი დღეს (71)