არქეოლოგიური გათხრა

არქეოლოგებმა უძველესი სათამაშო აღმოაჩინეს: კოჭაობა 4 ათასი წლისაა

192
(განახლებულია 16:20 05.06.2019)
მეცნიერები სამარხს ჩვენს ერამდე II ათასწლეულით ათარიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ემბრიონის პოზაში დამარხული მოზარდი 4 ათასი წლისაა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ასტრახანში, ყორღან Богомольные пески-ზე მიმდინარე გათხრებისას არქეოლოგებმა მოზარდის სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც სათამაშო ძვლების (კოჭების) ნაკრები და კერამიკის ჭურჭელი იყო, იუწყება RG.RU.

მეცნიერები სამარხს ჩვენს ერამდე II ათასწლეულით ათარიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ემბრიონის პოზაში დამარხული მოზარდი 4 ათასი წლისაა. არქეოლოგების თქმით, აღნიშნული პოზა ბავშვის მაღალ სოციალურ სტატუსზე მეტყველებს.

View this post on Instagram

A post shared by Астраханская археология (@astrakhan_archaeology) on

"მოზარდი თიხის ჭურჭლითა და სათამაშო კოჭების ნაკრებითაა დამარხული ჩვენს ერამდე 1800-2000 წელს“, – წერენ არქეოლოგები Instagram-ზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში დაბა ნიკოლსკოესთან ფერმერმა რუსტამ მუდაევმა სახლის მიმდებარედ ორმოს თხრისას ძველი ბრინჯაოს ქვაბი იპოვა. არქეოლოგებმა გათხრები სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს.

View this post on Instagram

A post shared by Астраханская археология (@astrakhan_archaeology) on

ამ ტერიტორიაზე გათხრებისას უკვე აღმოჩენილია ზრდასრული მამაკაცის ჩონჩხი, ცხენის თავი, ცხენის აღკაზმულობის ელემენტები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ზონრები, ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს სამკაულები და სხვ. არქეოლოგების ვარაუდით, სამარხი სარმატების ბელადს ეკუთვნის და ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე თარიღდება.

 

192
თემები:
ეს უცნაური რუსეთი (78)