კომპანია Huawei-ს სტენდი

Huawei-მ სახის ამომცნობი ტექნოლოგია რუსეთისგან შეიძინა

163
„გავრცელებული ინფორმაციით, „ვოკორდმა“ „იგლ სოფტლაბს“ არა მხოლოდ თავისი პატენტები და მოწყობილობები მიჰყიდა, არამედ იქ თავისი თანამშრომლების უდიდესი ნაწილიც გადაიყვანა.

თბილისი, 3 ივნისი  — Sputnik.  ჩინურმა კომპანია Huawei−მ, რომელიც ტელეკომუნიკაციების საფეროში მსოფლიოს ერთ−ერთი ლიდერია, სახის ამომცნობი ტექნოლოგია რუსული „ვოკორდისგან“ შეიძინა, იუწყება "Ведомости" წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, გარიგება მაისში გაფორმდა მოსკოვური „იგლ სოფტლაბის“ მეშვეობით. ამ უკანასკნელის თანამფლობელები გახდნენ ჩინური „ტექნოკომპანია ჰუავეის“ რუსული შვილობილი და ჰონკონგური „ჰუავეი დიჯითალ ტექნოლოჯიზ კო. ლიმითედი“.  

„გავრცელებული ინფორმაციით, „ვოკორდმა“ „იგლ სოფტლაბს“ არა მხოლოდ თავისი პატენტები და მოწყობილობები მიჰყიდა, არამედ იქ თავისი თანამშრომლების უდიდესი ნაწილიც გადაიყვანა.

Huawei−მ დაადასტურა, რომ რუსული და ჰონკონგური კომპანია−შვილობილები „იგლს სოფტლაბის“ თანამფლობელები გახდნენ, თუმცა გარიგების დეტალები არ გაამხილა.

 

163
თემები:
რუსეთი დღეს (166)