სუპერმარკეტი

ყველაფერი იქნება მარტივი და გასაგები: რუსეთში პროდუქციის მარკირება იცვლება

129
(განახლებულია 12:00 30.05.2019)
ნებაყოფლობითი მარკირება Светофор-ი - ეს შეფუთვაზე ფერადი ინდიკაციაა: მწვანე, ყვითელი და წითელი - მათში შემავალი მარილის, შაქრისა თუ ცხიმმჟავების დონის გათვალისწინებითა და სადღეღამისო ნორმის გათვლით.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. უალკოჰოლო სასმელებსა და კვების პროდუქტებზე რუსეთის ტერიტორიაზე მარკირება "Светофор-ის („შუქნიშანი“) გამოყენება ფართოვდება, აცხადებს „როსპოტრებნადზორი“. 

ნებაყოფლობითი მარკირება Светофор-ი - ეს შეფუთვაზე ფერადი ინდიკაციაა: მწვანე, ყვითელი და წითელი - მათში შემავალი მარილის, შაქრისა თუ ცხიმმჟავების დონის გათვალისწინებითა და სადღეღამისო ნორმის გათვლით.

მსგავსი მარკირების მთავარი მიზანი - ეს მომხმარებლამდე დაწვრილებითი და გასაგები ინფორმაციის მიტანაა.

როგორც „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისათვის მიმდინარეობს 2018 წლის მეთოდურ რეკომენდაციებში ცვლილებების შეტანაზე. ერთ-ერთი ცვლილება, ეს პროდუქციის მარკირებისადმი იმ მიდგომების შეთავსებაა, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირშია მიღებული. 

129
თემები:
რუსეთი დღეს (83)