ხანძარი თვითმფრინავში: შერემეტიევოს აეროპორტში დაღუპულია 41 ადამიანი

© photo: AFP 2020 / KIRILL KUDRYAVTSEVვითარება შერემეტიევოს აეროპორტში
ვითარება შერემეტიევოს აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი Sukhoi Superjet 28-წუთიანი ფრენის შემდეგ მოსკოვის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

თბილისის, 6 მაისი – Sputnik. მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 78 მგზავრიდან, დაზუსტებული ინფორმაციით, მხოლოდ 37 ადამიანი გადარჩა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, კვირას, საღამოს შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა 28-წუთიანი ფრენის შემდეგ. თვითმფრინავის დაშვება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე ცდაზე მოხერხდა. დაშვებისას თვითმფრინავის ძრავები აალდა. მგზავრები საჰაერო ხომალდს გასაბერი ტრაპით ტოვებდნენ. თვითმფრინავი მთლიანად დაიწვა.

„ავიალაინერის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი–მურმანსკი, 78 ადამიანი იმყოფებოდა ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აქედან გადარჩა 37 ადამიანი“, – განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა.

მოსკოვის რეგიონთაშორისი საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანაშემწემ ელენა მარკოვსკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაიღუპა 41 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0