მეხანძრეები აეროპორტ „შერემეტევოში“

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა: დაშავდა ექვსი ადამიანი

134
(განახლებულია 21:17 05.05.2019)
წინასწარი მონაცემებით, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე ხანძრის მიზეზი ელექტროგაყვანილობის ხარვეზი გახდა

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკი „შერემეტევოს“ აეროპორტში ავარიულად დაბრუნდა ბორტზე აალების გამო, იუწყება РИА Новости რეგიონის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

„სავარაუდოდ, მოსკოვი-მურმანსკის თვითმფრინავის აფრენისას ბორტზე ელექტროგაყვანილობა აალდა“, - განუცხადა რესპონდენტმა სააგენტოს.

მისი თქმით, თვითმფრინავში 72 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, „შერემეტევოს“ აეროპორტში Superjet 100-ის ტიპის თვითმფრინავზე ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

134
თემები:
რუსეთი დღეს (51)