ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მოსკოვურ ფესტივალში „სააღდგომო საჩუქარი“ 20 ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიფესტივალი „სააღდგომო საჩუქარი“ მოსკოვში
ფესტივალი „სააღდგომო საჩუქარი“ მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშუალოდ ფესტივალ „სააღდგომო საჩუქრისთვის“ განკუთვნილ მოედნებზე 88 ღონისძიება გაიმართება. სულ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სპეციალურ დაწესებულებებში 150 ღონისძიება ჩატარდება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მოსკოვში ფესტივალ „სააღდგომო საჩუქრის“ ფარგლებში ოცი ათასი მოხალისე 800-მდე აქციას გამართავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მოსკოვის მერის მოადგილის, ნატალია სერგუნინას თქმით, სპეციალური ნებაყოფლობითი პროგრამა „სააღდგომო საჩუქარი“ თავს მოუყრის 20 ათას მოხალისეს. ისინი დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის გამართავენ 800-მდე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო აქციას. 

„ღონისძიებები ჩატარდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში, კინოთეატრებში, ასევე ღია ცის ქვეშ და, რასაკვირველია, ფესტივალისთვის განკუთვნილ მოედნებზე“, - აღნიშნა სერგუნინამ.

საქველმოქმედო და მოხალისეთა პროგრამების მარათონი მოსკოვში 25 აპრილიდან 2 მაისამდე გაიმართება. მათ შორის იქნება საქველმოქმედო სირბილი, პიკნიკები და გამოფენა-გაყიდვები, მოეწყობა ბავშვთა ოთახები საავადმყოფოებში, შეიქმნება სააღდგომო სუვენირები საქველმოქმედო ორგანიზაციების ბენეფიციარებისთვის, დახმარებას აღმოუჩენენ უპატრონო ცხოველებს და სხვ. 

ვლადიმირ პუტინი „მერსედეს-ბენცის“ ქარხნის გახსნაზე - Sputnik საქართველო
„Mercedes“-ის ქარხანა მოსკოვის ოლქში პირველი საინვესტიციო პროექტია

გავრცელებული ინფორმაციით, 25 აპრილს ოსტროვიტიანოვის ქუჩაზე გაიმართება ეკოპიკნიკი: სუფთა ჰაერზე მსურველებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ საკონდიტრო ნაწარმი, რომლის საფასურიც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

27 აპრილს კი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და გასამხნევებლად იწვევენ მოსკოველებსა და დედაქალაქის სტუმრებს. ისინი რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მინიფეხბურთის მატჩს ითამაშებენ.

უშუალოდ ფესტივალ „სააღდგომო საჩუქრისთვის“ განკუთვნილ მოედნებზე 88 ღონისძიება გაიმართება. სულ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სპეციალურ დაწესებულებებში 150 ღონისძიება ჩატარდება. სკოლებში დაგეგმილია 372 „კეთილი გაკვეთილის“ ორგანიზება, რომლებიც ნებაყოფლობითი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ეძღვნება. მეცადინეობებს ჩაატარებენ მოძრაობა „მოხალისე მედიკოსების“ მონაწილეები და საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლები. საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიებზე ტანსაცმლის შესაგროვებლად 23 ყუთი დაიდგმება.

გარდა ამისა, დაგეგმილია სტუდენტური ფოტონამუშევრების გამოფენა. სოციალური რეკლამისა და კომუნიკაციების ფესტივალ „LIME“-ის „სთრით არტ“ ნომინაციის გამარჯვებულებს კი მოსკოვის ზოოპარკის კედელს მოახატინებენ.

ყველა ახალი ამბავი
0