ფერმერული მეურნეობა. ძროხები

ქართველი სპეციალისტები რუს მწარმოებლებს შეამოწმებენ

73
(განახლებულია 08:52 13.04.2019)
ქართველი სპეციალისტები რუსეთში მეცხოველეობის ოთხ საწარმოში ინსპექტირებას ჩაატარებენ

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მომდევნო კვირაში ჩაატარებენ ინსპექტირებას რუსეთის რამდენიმე საწარმოში, რომლებსაც პროდუქციის ექსპორტირება საქართველოში სურთ, ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

„2019 წლის 14-24 აპრილს რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ვიზიტი, რომლის მიზანია რუსეთში არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის სისტემის გაცნობა და ინსპექტირების ჩატარება რუსეთის იმ საწარმოებში, რომლებსაც პროდუქციის ექსპორტირება საქართველოში სურთ“, - აღნიშნავს უწყება.

აღნიშნულია, რომ ინსპექციის ფარგლებში ქართული დელეგაცია ეწვევა „როსსელხოზნადზორის“ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო ინსტიტუტს ФГБУ ВНИИЗЖ-ს, „როსსელხოზნადზორის“ ორ ვეტერინარულ ლაბორატორიას ბრიანსკსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე მოსკოვისა და ბრიანსკის ოლქებში გაეცნობა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის წარმოებით დაკავებული ოთხი საწარმოს და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მუშაობას.

შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან, რომელზეც მხარეები იმსჯელებენ ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და რუსეთისა და საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს შორის შემდგომი ურთიერთობების საკითხებზე, 15 აპრილს გაიმართება.

73
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (14)