გენადი ონიშენკო

გენადი ონიშენკოს ვიდეოხიდი: მითები წითელას შესახებ და ყველა სიმართლე ვაქცინაციის თაობაზე

112
(განახლებულია 14:42 11.04.2019)
საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ვიდეოხიდის მოსკოვი-ტალინი-თბილისი-ნურსულთანის ფორმატში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტრის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ გენადი ონიშჩენკოს პრესკონფერენცია 15 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციის თემაა „მითები წითელას შესახებ და ყველა სიმართლე ვაქცინაციაზე: რა ემუქრებათ დსთ-ისა და ევროპის ქვეყნებს".

2017 წლიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ანტივაქცინაციის მოძრაობის შედეგებს შეეჩეხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელათი ავადობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ევროპული ცენტრის განცხადებით, წითელას აფეთქება დაკავშირებულია მსოფლიოში საჭირო  90-95%-ის ნაცვლად ვაქცინაციის დონის 78%-მდე კლებასთან. ამასთან წითელა 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

რატომ შეიმჩნევა მსოფლიოში წითელათი ავადობის შემთხვევების მატება; არის თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის აუცილებლობა საკანონმდებლო დონეზე გამყარებული; როგორია ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები? ამ და სხვა საკითხებზე ქართველ, ესტონელ და ყაზახ ჟურნალისტებს უპასუხებს ავტორი წიგნისა „წითელა რუსეთში: ლიკვიდაციის პრობლემები", აკადემიკოსი გენადი ონიშჩენკო.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

112