გენადი ონიშენკო ლუგარის ცენტრის „ცივი ოთახის“  შესახებ

© photo: Sputnik / Alexander Astafyev / გადასვლა მედიაბანკშიგენადი ონიშენკო
გენადი ონიშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში საშიში ვირუსების შტამების შესანახი სპეციალური ოთახი არსებობს

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ჟურნალისტების მიწვევა მისი მუშაობის შემოწმების შესაძლებლობას არ იძლევა და მხოლოდ „მჩქეფარე საქმიანობის ილუზიას“ ქმნის, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენადი ონიშენკომ.

სკანდალური ლაბორატორია: რატომ უთხრა უარი თბილისის ბიოლაბორატორიამ რუსულ მასმედიას >>

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება. ექსპერტები ამოწმებენ ამ დოკუმენტების ნამდვილობას.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გიორგაძემ თბილისის ლუგარის ცენტრიდან სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა

ოქტომბრის დასაწყისში რუს ჟურნალისტებს ლაბორატორიის ნახვის შესაძლებლობა მისცეს. ონიშენკო მიიჩნევს, რომ ცენტრის საქმიანობის შესასწავლად ჟურნალისტების ნაცვლად სპეციალისტების მოწვევაა საჭირო.

„ეს არის დაცვის უმაღლესი დონის მქონე ლაბორატორია, რომელიც ყველაზე საშიშ ვირუსებთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. დაცულ ოთახებში არავის უშვებენ, - აღნიშნა ონიშენკომ. - დადასტურებულია, რომ ეს არის სამხედრო ლაბორატორია. იქ არსებობს ე.წ. ცივი ოთახი, სადაც ინახავდნენ და აგროვებდნენ საბრძოლო შტამებს. არცერთ სამოქალაქო ლაბორატორიაში ასეთი ოთახები არ არსებობს“.

ივანიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება >>

დეპუტატის თქმით, არასამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში „გამომწვევს აღმოაჩენენ, აღწერენ და მაშინვე ანადგურებენ“, ხოლო ლუგარის ლაბორატორიაში შტამებს ინახავდნენ.

ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით შეშფოთება მანამდე რუსეთის შსს-მ გამოხატა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქართველოში ამერიკული გენეტიკური კვლევების შესახებ განცხადებები სინამდვილეს შეესაბამება, „ის ძალიან საშიშია და გენეტიკის დარგში ბოლო მიღწევებს უკავშირდება“.

„როსპოტრებნადზორის“ ყოფილი უფროსი გენადი ონიშენკო სკანდალურად ცნობილია რიგი აკრძალვით, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. კერძოდ, 2000 წელს მან 18 წელს მიუღწეველი ახალგაზრდებისთვის ლუდის მიყიდვა აკრძალა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ეს დადგენილება გაუქმდა. სწორედ მან 2006 წელს გამოუცხადა ომი „ბორჯომს“ და რუსეთში მინერალური წყლის შეტანა აკრძალა. 2010 წელს ის გამოვიდა წინადადებით, ბავშვთა ჯგუფებს უცხოეთში წასვლა აეკრძალოთ. ამ ინიციატივამ უფლებადამცველთა მძაფრი პროტესტი გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0