გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცოვი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი კარაჩენცოვი
ნიკოლაი კარაჩენცოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობს „ლენკომში" გამოეთხოვებიან. დაკრძალვის თარიღი ჯერ უცნობია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გარდაიცვალა თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცოვი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მსახიობის ვაჟის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მსახიობს „ლენკომში" გამოეთხოვებიან. დაკრძალვის თარიღი ჯერ უცნობია.

მსახიობი 2005 წლის თებერვალში მოსკოვში ავტოავარიაში მოყვა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო თავისი სამსახიობო კარიერის გაგრძელება.

გასული წლის ნოემბერში მსახიობის მეუღლემ განაცხადა, რომ კარაჩენცოვს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს ფილტვში.

ნიკოლაი კარაჩენცოვი მოსკოვის თეატრ „ლენკომში" მუშაობდა. გადაღებულია ასზე მეტ კინოფლმში, მათ შორის Старший сын (1975), Собака на сене (1977), Приключения Электроника (1979), Дом, который построил Свифт (1982), Человек с бульвара Капуцинов (1987) და სხვ.

მსახიობს 1989 წელს მიანიჭეს რუსეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

ყველა ახალი ამბავი
0