ნორჩმა ფიზიკოსმა რომან კოპალიანმა რუსულ შოუში მაყურებლები გააოცა

CC0 / Pixabay / ფიზიკა
ფიზიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაქსიმ გალკინს ტელეშოუზე „ყველაზე საუკეთესო“ სტუმრად ჰყავდა შვიდი წლის ბიჭი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი IQ მამამისის დონეზეც კი მაღალია

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ნიჟნი ტაგილის მცხოვრებმა, შვიდი წლის რომან კოპალიანმა მაქსიმ გალკინის ტელეშოუზე Лучше всех აუდიტორია აღაფრთოვანა - ნორჩმა ექსპერტმა რუსეთის პირველ არხზე ჩაატარა ლექცია და მაყურებელთა ყველა შეკითხვას გენიალურად უპასუხა.

ქართველი მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ

ქართველმა მოსწავლეებმა ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ფარი გამოიგონეს >>

გალკინთან საუბრისას რომანმა უამბო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ახლახან შევიდა სკოლაში, მისი ცოდნა მეშვიდე კლასელის დონეს შეესაბამება. ბიჭუნას თქმით, მისი IQ მამამისის დონეზეც კი მაღალია.

„უბრალოდ ვთამაშობდი ჩემი სათამაშოებით. მერე ტელევიზორში აჩვენეს საინტერესო მულტფილმი Смешарики Пинкод-ი. ბევრი რამე დავიმახსოვრე. მერე კი ტალანტების ჩვენებაზე გავედი“, - ასე უამბო რომამ მაყურებელს ისტორია, თუ როგორ შეუყვარდა ფიზიკა.

ბიჭუნასა და მისი მშობლების, ირინა და ბიძინა კოპალიანების გაცნობის შემდეგ, რომლებიც ფიზიკის, როგორც მეცნიერების მოყვარულები საერთოდ არ არიან, გალკინმა რომანს შესთავაზა ფიზიკის პროფესორის ამპლუაში გამოსულიყო. რომან კოპალიანმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და ისაუბრა ინერციის, მიზიდულობის ძალის, წნევის, პასკალის კანონის და ელექტრული დენის შესახებ.

„ეს დაუჯერებელია, რომა! შენ მე გულის სიღრმემდე გამაოცე“, - განაცხადა გალკინმა „ლექციის“ შემდეგ და ბიჭუნას სიმბოლური მედალი და ტკბილეულობით სავსე ზურგჩანთა გადასცა.

Лучше всех - საბავშვო შოუა, სადაც შემოქმედების, სპორტისა ან მეცნიერების კუთხით ექსტრაორდინარული ნიჭის მქონე 3-დან 12 წლამდე ასაკის მონაწილეებს იწვევენ. ყოველ კვირას პირველი არხის სტუდიაში პატარა გენიოსები უჩვენებენ მაყურებელს თავის ნიჭსა და უშუალობას და ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე საუკეთესონი არიან.

ყველა ახალი ამბავი
0