სტუდენტები საქართველოდან ლენინგრადის ბლოკადის მოხსნისადმი მიძღვნილ კონკურსზე მიიწვიეს

გამოწერა
ჟურნალისტებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს საქართველოდან შეუძლიათ ცენტრ „ურალი-ევრაზიის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტებს საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საუკეთესო ესსეს კონკურსში სახელწოდებით „გარღვევა", რომელიც ლენინგრადის ბლოკადის მოხსნას ეძღვნება (1944 წლის 27 იანვარი), იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.

კონკურსის ორგანიზატორია საექსპერტო კლუბი „ურალი-ევრაზია" საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ „ევრაზიის პოლიტიკის ცენტრთან" და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რუს თანამემამულეთა რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად.

ქანდაკება „მეთევზეები“ პეტროზავოდსკში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდობა ერთობლივ ფორუმში მონაწილეობს

როგორც ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული, სამ გამარჯვებულს თითოეული ქვეყნიდან, გარდა საქართველოსი, პრიზის სახით გადაეცემა პლანშეტი. საქართველოდან ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა ექნება, კონკურსის ორგანიზატორების ხარჯით გმირი ქალაქი სანქტ-პეტერბურგი დაათვალიეროს.

ასევე, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს რეკომენდაცია გაეწევათ სანქტ-პეტერბურგში ექსკურსიაზე წასასვლელად (რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით), ხოლო მათი ნამუშევრები განთავსდება საექსპერტო კლუბ „ურალი-ევრაზიის" ვებ-გვერდზე.

კონკურსის მიზანია მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მიმართ შემეცნებითი ინტერესის გაღვივება დსთ-ისა და საქართველოს სტუდენტებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს 18-დან 22 წლამდე. მოქალაქეობას მნიშვნელობა არა აქვს.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი 2018 წლის 3 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე blokada.proryv@yandex.ru. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ქვეყანა და ფრაზა „კონკურსზე „გარღვევა". წერილს მიბმული უნდა ჰქონდეს ესსეს ტექსტი და მონაწილის შევსებული ანკეტა.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის ნოემბერში ყაზახეთის ქალაქ პეტროპავლოვსკში.

 

ყველა ახალი ამბავი
0