რუსეთი თბილისს ერგნეთის შეხვედრების პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ხელისუფლება ოფიციალური თბილისის მოქმედებებმა შეაშფოთა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოფიციალური თბილისი ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM) პოლიტიზებულს ხდის, რაც ამ ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარში.

შეხვედრები IPRM-ის ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ეუთოს შუამავლობით ტარდება, ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორიდან ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს.

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (EUMM) ფარგლებში 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც 14 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. მიზეზი გახდა ის, რომ მონაწილეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით სამხრეთ ოსეთის მხარისათვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორ „მოქალაქეზე“ ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის გამო სამხრეთ-ოსეთის მხარემ შეხვედრა დატოვა.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვა: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

„შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ბლოკირების საფრთხეს შეიცავს ამ სასარგებლო ფორმატისთვის, რომელიც მოსაზღვრე რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაჭრის მიზნით შეიქმნა“, - ნათქვამია კომენტარში.

ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა დავით გურციევსა და ალიკ ტაბოევზე, რომლებსაც ბრალად ედებათ ცხინვალში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ხელშეწყობა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს >>

ცხინვალის რეგიონს, ისევე, როგორც აფხაზეთს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ამის შემდეგ აღიარა. თავის მხრივ, თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0