პეტერბურგში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnikსანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება გაზის ბალონის დატუმბვისას ბალონის ჰერმეტულობის დარღვევამ გამოიწვია

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პეტერბურგში გაზის ბალონის ჰერმეტულობის დარღვევის გამო აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის ვიცე-გუბერნატორის, ანა მიტიანინას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უფრო ადრე რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროპანის ბალონის აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს, დღისით მოხდა ლიტვის ქუჩაზე, სადაც გაზის ბალონების დატუმბვაზე მომუშავე ორგანიზაცია მდებარეობს. შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება ბალონის დატუმბვის დროს მოხდა.

ქალაქის ვიცე-გუბერნატორმა Twitter-ზე დაწერა, რომ, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

მიტიანინამ აღნიშნა, რომ ამჟამად სხვა დაშავებული არავინაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0