მატვიენკო: რუსეთი დასავლეთის სანქციებზე სარკისებურად უპასუხებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთის სანქციების პოლიტიკა საკამათო საკითხებზე დიალოგისა და კომპრომისის შესაძლებლობას ბლოკავს, დარწმუნებულია მატვიენკო.

თბილისი, 16 мая — Sputnik. ანტირუსულ სანქციებზე სარკისებური ზომები ყველაზე მეტად ეფექტური და ქმედითია, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში.

პოლიტიკოსმა უპასუხა შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთი სარკისებური პასუხების პრაქტიკას, თუ აშშ ან სხვა ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ გაამკაცრებენ.

„ცხოვრება აჩვენებს, რომ როგორც წესი, სარკისებური ზომები ყველაზე მეტად საგრძნობი და ქმედითია. ბუმერანგის ეფექტი მუშაობს. აშშ-ის მიმართ კონტრაქციების შესახებ კანონი, რომელსაც მალე სახელმწიფო დუმა მიიღებს, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მის საფუძველზე მთავრობა მიიღებს, უდავოდ, ასეთ ეფექტს გამოიწვევს. ნეგატიურ შედეგებს იგრძნობს რამდენიმე ამერიკული კომპანია, აშშ-ის ეკონომიკის რამდენიმე დარგი“, — განაცხადა მატვიენკომ.

მან გაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მიერ გატარებული სანქციების პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, გაეროს წესდებასთან და სხვა აქტებთან.

რუსული რუბლი და აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე

„დღეს ყველა საფუძველი არსებობს განვაცხადოთ, რომ ეს პოლიტიკა სრულ მარცხს განიცდის, რადგან მის ინიციატორებს არანაირი დივიდენდი არ მოუტანია — არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც მორალური. დიახ, არსებობს გარკვეული ნეგატიური ფაქტორი, რომლის არ დანახვა და იგნორირება არ შეგვიძლია, თუმცა ჩენი განვითარების შეჩერება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პოზიციების შერყევა, რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნა მათ არ შეუძლიათ“, — განაცხადა მატვიენკომ.

მოსკოვს იმედი აქვს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკაზე უარს იტყვიან.

ვალენტინა მატვიენკოს ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ РИА Новости-ს ვებგვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0