„მობილური ამომრჩევლის“ სერვისით რუსეთის 1,6 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა

© photo: Sputnik / Maks Vetrov / გადასვლა მედიაბანკშისაარჩევნო უბნების მომზადება არჩევნებისთის რუსეთის რეგიონებში
საარჩევნო უბნების მომზადება არჩევნებისთის რუსეთის რეგიონებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ არჩევნების დღეს 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სახელმწიფო მომსახურების პორტალ „მობილური ამომრჩევლის“ სერვისით დაახლოებით 1,6 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ ისარგებლა, იუწყება РИА Новости კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის ფედერალურ მინისტრ ნიკოლაი ნიკიფოროვზე დაყრდნობით. 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების მომზადების პროცესში უამრავ ინოვაციას სთავაზობდა, რათა პროცედურა უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო… ამ კამპანიის ერთ-ერთი სიახლე გახდა სისტემა „მობილური ამომრჩეველი“, როდესაც პორტალ „სახელმწიფო მომსახურების“ საშუალებით გახდა შესაძლებელი კენჭისყრისთვის მოხერხებული უბნის არჩევა“, — ციტირებს სააგნტო მინისტრის სიტყვებს.

რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლიკიანი ბილბორდი - Sputnik საქართველო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

„ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებმაც ამ სერვისით ისარგებლეს, შთამბეჭდავია — ეს 1,6 მილიონი ადამიანია“, — განაცხადა მან.

„ჩვენ ასევე ვთავაზობთ უბნების ვიდეოდაკვირვების სერვისს… სულ 46 ათასი კამერა უზრუნველყოფს კენჭისყრის პროცესის, ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების ინლაინ-დაკვირვებას“, — აღნიშნა მინისტრმა.

2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველად ფედერალურ არჩევნებზე გამოიყენება მოქალაქეთა ფაქტიური ადგილმდებარეობის კენჭისყრის ახალი მექანიზმი. ტერიტორიული საარჩევნო კომისიები, მრავალფუნქციური ცენტრები და სახელმწიფო მომსახურების პორტალი 31 იანვრიდან იღებდა განცხადებებს სხვა უბანზე ამომრჩეველთა სიაში ჩართვის შესახებ. ცესკოს უფროსის, ელა პანფილოვას თქმით, 5,5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ხმას ადგილმდებარეობის მიხედვით მისცემს.


ყველა ახალი ამბავი
0