რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Gal'perin / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლიკიანი ბილბორდი
რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სიმბოლიკიანი ბილბორდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ არჩევნების დღეს 97 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 400-ზე მეტი უცხოეთში

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთში პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაზე დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

კამჩატსკის მხარეში 194 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან 37-ზე კენჭისყრა საარჩევნო ბიულეტენების დამუშავების კომპლექსების გამოყენებით გაიმართება. სულ, სამხარეო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგიონში დაახლოებით 230 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ამასთან ადგილმდებარეობის მიხედვით, ანუ არა თავის უბნებზე, ხმას მისცემს 10 ათასზე მეტი ადამიანი. მანამდე მათ შესაბამისი განცხადებები ტერიტორიულ და საუბნო საარჩევნო კომისიებში შეიტანეს, იუწყება РИА Новости.

2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველად ფედერალურ არჩევნებზე გამოიყენება მოქალაქეთა ფაქტიური ადგილმდებარეობის კენჭისყრის ახალი მექანიზმი. ტერიტორიული საარჩევნო კომისიები, მრავალფუნქციური ცენტრები და სახელმწიფო მომსახურების პორტალი 31 იანვრიდან იღებდა განცხადებებს სხვა უბანზე ამომრჩეველთა სიაში ჩართვის შესახებ. ცესკოს უფროსის, ელა პანფილოვას თქმით, 5,5 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ხმას ადგილმდებარეობის მიხედვით მისცემს.

კენჭისყრის პროცედურას 109 ქვეყნიდან დაახლოებით 1500 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

„ყველაზე მეტი ადამიანი ჩამოვა გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მხოლოდ ეუთოს მისიებიდან 500 ადამიანი ჩამოვა, შემადგენლობაში ორგანიზაციის ახლანდელი და ყოფილი ხელმძღვანელობა იქნება. მათ შეარჩიეს 33 რეგიონი, რომლებშიც დაკვირვებას განახორციელებენ“, — განაცხადა პანფილოვამ  РИА Новости-სთან ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე რვა კანდიდატი იბრძვის.


ყველა ახალი ამბავი
0