მსახიობი ტატიანა მაიოროვა გარდაიცვალა

გამოწერა
კინოსა და თეატრის მსახიობი ვილნიუსში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი ტატიანა მაიოროვა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია ლიტვის რუსული დრამატული თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვლადიმირ შაინსკი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი ვლადიმირ შაინსკი გარდაიცვალა

მაიოროვა ვილნიუსში 2017 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი 1941 წლის 27 მარტს დაიბადა.

მაიოროვამ 1964 წელს კიევის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა, 1964-1967 წლებში იყო სევასტოპოლის დრამატული თეატრის მსახიობი, ხოლო 1967-1991 წლებში — ლიტვის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი.

ლიტვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე მან 40-მდე როლი აქვს ნათამაშევი. გარდა ამისა, მსახიობს არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული, მათ შორისაა სერაფიმა მიხეილ ბულგაკოვის „გაქცევა", ჟენია მიხეილ როშინას სპექტაკლში „ვალენტინი და ვალენტინა", მარია იოანა დრუცეს სპექტაკლში „წმიდათაწმინდა" და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0