სატვირთო ავტომობილები მთებში

ზემო ლარსი დღეს: ასეულობით ტრეილერი ერთი კვირაა, რუსეთიდან საქართველოში ვერ შემოდის

70
(განახლებულია 11:35 29.12.2017)
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხრიდან თითქმის 400 ტრეილერია გაჩერებული. ქართულმა მხარემ უამინდობის გამო გადაადგილების საფრთხეზე რუსული მხარე წინასწარ გააფრთხილა

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. უამინდობის გამო „ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე (რუსეთის მხრიდან) 389 სატვირთო ავტომობილია თავმოყრილი, აღნიშნულია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ შეუძლებელია ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსეთიდან აიკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ვლადიკავკაზი-ლარსის მონაკვეთზე 2017 წლის 23 დეკემბერის 12:15 საათიდან სპეციალურ განკარგულებამდე", — ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხრიდან მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არ არის.

გზის დაკეტვის გადაწყვეტილება ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო მიიღეს.

70
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (163)