იესო მაცხოვრის სახელობის ტაძარი მოსკოვში

სატელეფონო ტერორი მაცხოვრის სახელობის ტაძარში: სინოდის კრება გამნაღმველებმა შეაჩერეს

97
(განახლებულია 14:47 30.11.2017)
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე სატელეფონო შეტყობინებაა ასაფეთქებლის შესახებ იმ ტაძარში, რომელშიც რუსეთის პატრიარქი იმყოფებოდა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში მდებარე მაცხოვრის ტაძარში ასაფეთქებლის არსებობა არ დადასტურდა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს წყარომ საგანგებო სამსახურებიდან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ოთხშაბათ საღამოს ტაძრის დანაღმვის შესახებ სატელეფონო ზარი მიიღეს და იქ შემოწმება ჩაატარეს.

„ტაძარში შემოწმება დამთავრებულია. აფეთქების საფრთხე არ დადასტურდა“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.

მისი თქმით, შემოწმება ტაძრიდან ხალხის ევაკუაციის გარეშე ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს მაცხოვრის სახელობის ტაძარში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის კრება დაიწყო, რომელსაც სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა. ხოლო მანამდე, ორშაბათს მასმედია იუწყებოდა, რომ დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ლუბიანკაზე მდებარე სრეტენსკის ტაძარში, სადაც „სამეფო ოჯახის მკვლელობის საქმესთან“ დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობდა. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა პატრიარქი კირილი.

სატელეფონო ტერორიზმი რუსეთში მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, აფეთქების შესახებ შეტყობინება რუსეთის 180 ქალაქში მდებარე დაახლოებით 3,5 ათასი შენობის თაობაზეა მიღებული. მასობრივი ევაკუაცია 2,43 მლნ ადამიანს შეეხო. 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეფასებით, მხოლოდ მოსკოვში სატელეფონო ტერორიზმით მიყენებულმა ზარალმა 150 მლნ რუბლი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დანაღმვის თაობაზე მიღებული შეტყობინებებიდან არც ერთი ინფორმაცია არ დადასტურებულა.

97
თემები:
რუსეთი დღეს (117)