მამაკაცმა დეკორატიული ხმლით საკუთარი მამა მოკლა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკორატიული ხმლით მიყენებული ჭრილობების შედეგად 66 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში მთვრალმა მამაკაცმა საკუთარ მამას დეკორატიული ხმლით 20-ზე მეტი დარტყმა მიაყენა და მოკლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საპატრულო პოლიცია და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა - Sputnik საქართველო
მკვლელობა ბაღდათის რაიონში: შვილმა მამა მოკლა

მკვლელობა სევასტოპოლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინაში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სპირტიან სასმელს მიძალებულმა მამაკაცმა საკუთარ მამას დეკორატიული ლითონის ხმლით ოცზე მეტი დარტყმა მიაყენა. ჭრილობების შედეგად 66 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული 32 წლისაა. მას მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

დაკითხვის მსვლელობისას დაკავებულმა აღიარა ბრალი და განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ამჟამად გამოძიება სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0