ავიაკატასტროფა ხაბაროვსკთან: დაიღუპა ექვსი ადამიანი

© photo: Sputnik / Igor Onuchin / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წვრთნები ხაბაროვსკში
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წვრთნები ხაბაროვსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში დაჯდომისას ჩამოვარდა, გადარჩა მხოლოდ ერთი ბავშვი

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ხაბაროვსკთან თვითმფრინავის L-410 ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩა მხოლოდ ბავშვი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ამსტერდამიდან ლიმაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა

თვითმფრინავი, რომელიც მოძრაობდა მარშრუტით ხაბაროვსკი-ნიკოლაევსკი ამურზე-ნელკანი, დასაჯდომ ბილიკზე შესვლისას ჩამოვარდა. ის რადარების ეკრანიდან ნელკანის აეროპორტიდან 2 კილომეტრში გაქრა.

ხაბაროვსკის სამხარეო სამმართველოში განაცხადეს, რომ ბავშვის გამოყვანა ნამსხვრევებიდან მოხერხდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულთა შორისაა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ორი წევრი.

როგორც ცნობილია, დასახლება ნელკანში ამინდი, ავიაციის თვალსაზრისით, კარგი იყო. თოვლი არ იყო, ქარის სიჩქარე 3-4 მეტრს წამში შეადგენდა, ასევე არ იყო ნისლი და ამგვარად, ხილვადობა კარგი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0