იჟევსკში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი

© photo: Sputnik / Egor Avdeev / გადასვლა მედიაბანკშისახლის ცამონგრევა იჟევსკში
სახლის ცამონგრევა იჟევსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქება გახდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. იჟევსკში ცხრასართულიანი სახლის ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости უდმურტიის რესპუბლიკის საგანგებო სამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

9 ნოემბერს რუსეთის ქალაქ იჟევსკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ცხრავე სართული ჩამოიშალა.

ნგრევა - Sputnik საქართველო
რუსეთში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა

„აღმოჩენილია მეოთხე დაღუპულის ცხედარი. სულ დაშავდა რვა ადამიანი, მათგან ოთხი დაიღუპა", — განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას 8 ბინა მთლიანად დაინგრა. მანამდე აცხადებდნენ სამი დაღუპულისა და ოთხი დაჭრილის შესახებ, მათ შორის ერთი მაშველია. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

ექვსსადარბაზოიანი სახლის ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ისინი ორ ახლომდებარე სკოლაში განათავსეს. წინასწარი ვერსიით, ჩამონგრევის მიზეზი ბუნებრივი აირის აფეთქება გახდა.

მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას აგრძელებენ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0